მარგალიტი
მარგალიტი (ბერძ. Margaritēs) — მინერალური წარმონაქმნი, რომელიც ვითარდება ზოგიერთი მოლუსკის (ზღვის — გვარი Pinctada ან მტკნარი წყლის — გვარი Margaritifera) სხეულში მოხვედრილი ქვიშის, პარაზიტის და სხვა ნამცეცების გარშემო სადაფის შემოზრდით. მარგალიტის ქიმიური შედგენილობაა CaCO3. არსებობს თეთრი, მოვარდისფრო, ყვითელი და შავი მარგალიტი. ზომით მიკროსკოპულიდან რამდენიმე სმ-მდეა. აქვს გლუვი ბზინვარე ზედაპირი. სწორი ფორმის მსხვილი მარგალიტი მეტად ძვირფასია. მას ძველთაგანვე იყენებენ სამკაულებისათვის.
ზღვის მარგალიტი არის წითელ ზღვაში, სპარსეთის ყურეში, შრი-ლანკის, ავსტრალიის, იაპონიის და ვენესუელის ნაპირებთან. იაპონიაში მარგალიტის მოლუსკების ხელოვნურ მოშენებასაც მისდევენ.
მტკნარი წყლის მარგალიტი მოიპოვება შოტლანდიაში, გერმანიაში, ჩინეთში, ჩრდილოეთ ამერიკასა და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ავალიანი თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 429.