ბანდაბერგი
ბანდაბერგი (ინგლ. Bundaberg) — ქალაქი ავსტრალიის აღმოსავლეთ ნაწილში, კუინზლენდის შტატში. 2006 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობა შეადგენს 46 961 კაცს, საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე — 491,74 კაცი. დასახლების ფართობი შეადგენს 95,5 კმ²-ს. ბანდაბერგი 385 კილომეტრითაა დაცილებული შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ ბრიზბენს.
ქალაქი | |
---|---|
ბანდაბერგი ინგლ. Bundaberg | |
ქვეყანა | ავსტრალია |
შტატი | კუინზლენდი |
კოორდინატები | 24°51′00″ ს. გ. 152°21′00″ ა. გ. / 24.85000° ს. გ. 152.35000° ა. გ. |
დაარსდა | 1870 |
ფართობი | 95,5 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 17 მეტრი |
მოსახლეობა | 46 961 კაცი (2006) |
სიმჭიდროვე | 491,74 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+10 |
საფოსტო ინდექსი | 4670 |
ამ ტერიტორიაზე ქალაქი შეიქმნა 1870 წელს. დასახლებიდან რამდენიმე კილომეტრში არის ტასმანიის ზღვა. კლიმატის თვალსაზრისით ყველაზე ცხელი თვეებია დეკემბერი და იანვარი, ხოლო ყველაზე ცივი თვეებია ივლისი და აგვისტო.