სამყარო

მთელი სივრცის, დროის და მათი შემცველობის ერთობლიობა
(გადამისამართდა გვერდიდან კოსმოსი)

სამყარო — ყოველივე არსებულის ერთობლიობა. უკანასკნელი სამეცნიერო მონაცემების მიხედვით სამყაროს ასაკი შეადგენს 13,7±0,2 მილიარდ წელს.

ყველაზე შორეული ხილული კოსმოსური ნაწილების სურათი, გადაღებული ჰაბლის ტელესკოპის მიერ.

ტერმინის „სამყარო“ მნიშვნელობა იმ კონტექსტზეა დამოკიდებული, რომელშიც ის გამოიყენება. მატერიალისტურ ფილოსოფიაში სამყარო განისაზღვრება როგორც ერთობლიობა ყველა არსებული მატერიალური ნაწილაკისა და სივრცის, რომელშიც მათ შორის ურთიერთქმედება ხდება. კოსმოლოგიაში სამყარო გაიგივებულია სასრულ ან უსასრულო დრო-სივრცულ კონტინუუმთან, რომელშიც მთელი მატერია და ენერგია არსებობს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: