აღმოსავლეთი ტიმორი

(გადამისამართდა გვერდიდან აღმოსავლეთ ტიმორი)

აღმოსავლეთი ტიმორი ან აღმოსავლეთ ტიმორის დემოკრატიული რესპუბლიკა – სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. უჭირავს კუნძულ ტიმორის აღმოსავლეთი ნაწილი და ექსკლავი კუნძულის დასავლეთ ნაწილში. დედაქალაქი დილი. ქვეყნის ტერიტორია დაახლოებით მოიცავს 15 007 კვადრატულ კილომეტრს.

აღმოსავლეთ ტიმორის დემოკრატიული რესპუბლიკა
Repúblika Demokrátika Timór Lorosa'e
República Democrática de Timor-Leste
აღმოსავლეთი ტიმორი
აღმოსავლეთ ტიმორის
დროშა
დევიზი: Unidade, Acção, Progresso
ჰიმნი: Pátria
აღმოსავლეთ ტიმორის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
დილი
8°34′ ს. გ. 125°34′ ა. გ. / 8.567° ს. გ. 125.567° ა. გ. / -8.567; 125.567
ოფიციალური ენა ტეტუმი, პორტუგალიური
მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ფრანსიშკუ გუტერიში
 -  პრ.-მინისტრი ტაურ მატან რუაკი
ფართობი
 -  სულ 15 410 კმ2 (158-ე)
მოსახლეობა
 -  2015 შეფასებით 1 183 643 (155-ე)
 -  სიმჭიდროვე 64 კაცი/კმ2 (132-ე)
მშპ (მუპ) 2005 შეფასებით
 -  სულ $2.18 მილიარდი (206-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $800 (188-ე)
აგი (2007) 0.514 (საშუალო) (150-ე)
ვალუტა ამერიკული დოლარი (USD)
დროის სარტყელი UTC +09:00
ქვეყნის კოდი TLS
Internet TLD .tl
სატელეფონო კოდი 670

მე-16 საუკუნეში, აღმოსავლეთ ტიმორი, კოლონიზირებულ იქნა პორტუგალიის მიერ და ცნობილი იყო, როგორც პორტუგალიის ტიმორი, 1975 წლის 28 ნოემბრამდე, როცა რევოლუციურმა ფრონტმა, აღმოსავლეთ ტიმორის ტერიტორია, დამოუკიდებლად გამოაცხადა. ცხრა დღის შემდეგ, ინდონეზიელი სამხედროები შეიჭრნენ და მოახდინეს ტერიტორიის ოკუპაცია. შემდეგ წელს, ინდონეზიის 27-ე პროვინციად გამოცხადდა. ინდონეზიური ოკუპაცია ხასიათდებოდა უაღრესად ძალადობრივი კონფლიქტებით, სეპარატისტულ ჯგუფებსა და ინდონეზიის სამხედროებს შორის, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა.

1999 წელს, გაეროს თვითგამორკვევის აქტის ფარგლებში, ინდონეზიამ ტერიტორიის კონტროლზე უარი თქვა. როგორც 'ტიმორ ლესე', იგი გახდა 21-ე საუკუნის პირველი სუვერენული სახელმწიფო, 2002 წლის 20 მაისს და შეუერთდა გაეროს და პორტუგალიური ენების ქვეყნების საზოგადოებას. 2011 წელს, ტიმორმა დააანონსა, სამხრეთ-აზიის ერების ასოციაციის (ASEAN), მე-11 წევრად გახდომა.

ეტიმოლოგია

რედაქტირება

'ტიმორი' მომდინარეობს 'ტიმურიდან', მალაური სიტყვიდან 'აღმოსავლეთი' ('East'), რომელიც ტიმორზე ჩაიწერეს პორტუგალიელებმა. თარგმანში, ტავტოლოგიური ტოპონიმია, რაც ნიშნავს 'აღმოსავლეთი აღმოსავლეთი' ('east east'). პორტუგალიურად 'ტიმორ-ლესტე' (ლესტე მომდინარეობს სიტყვიდან 'აღმოსავლეთი'), ტეტუმზე 'ტიმორ ლოროსა' ('ლოროსა' ნიშნავს 'აღმოსავლეთი' ან 'ამომავალი მზე'). ინდონეზიაში, ქვეყანას 'ტიმორ ტიმურს' ეძახიან, რაც მომდინარეობს კუნძულის სახელწოდების ფორმირებიდან.

ოფიციალური, საკონსტიტუციო სახელია 'ტიმორ-ლესტეს დემოკრატიული რესპუბლიკა', ინგლისურად. პორტუგალიურად : 'República Democrática de Timor-Leste', ხოლო ტეტუმზე 'Repúblika Demokrátika Timór-Leste '

სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგაზინაციის (ISO), დადგენილი ოფიციალური შემოკლებული ფორმაა 'ტიმორ-ლესე', რომელიც მიღებულია გაეროს, ევროკავშირის და ა.შ მიერ.

1974 წლის აპრილამდე, აღმოსავლეთ ტიმორის ტერიტორია ოფიციალურად პორტუგალიის სამფლობელო იყო. როცა პორტუგალიაში „ტიტების რევოლუცია“ მოხდა, პორტუგალიელთა მმართველობა დასრულდა და 1975 წლის 28 ნოემბერს აღმოსავლეთ ტიმორის ადმინისტრაციულ ცენტრ დილიში ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოცხადდა, მაგრამ ცხრა დღის შემდეგ აღმოსავლეთ ტიმორი ინდონეზიის არმიამ დაიკავა და ქვეყანა ინდონეზიის 27-ე პროვინციად გამოაცხადეს. პრაქტიკულად, ამ დღიდან აღმოსავლეთ ტიმორზე დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა არ შეწყვეტილა. საბოლოოდ, კრიზისი საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლით მოგვარდა. აღმოსავლეთ ტიმორმა დამოუკიდებლობა დაიბრუნა და ინდონეზიამაც ოფიციალურად ცნო.

კრიზისის დასაწყისი: მუსლიმანურ-ქრისტიანული დაპირისპირება

რედაქტირება

პორტუგალიის კოლონიურ იმპერიას სხვა იმპერიებისაგან ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება გამოარჩევდა — სადაც კი ჩავიდოდნენ ადგილობრივ მოსახლეობაში კათოლიციზმს ნერგავდნენ და პორტუგალიურ ყაიდაზე აწყობდნენ ყველაფერს. მართვა-გამგეობით დაწყებული და დაპყრობილ ხალხთა სახელებითა და გვარებით დამთავრებული. ამიტომაცაა, რომ დღესაც კი პორტუგალიურენოვან ქვეყნებში მოსახლეობის თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა კათოლიკეა, პორტუგალიურ ენაზე იღებს განათლებას, პორტუგალიური სახელი და გვარი აქვს, მაგრამ წარმოშობით, კანის ფერითა და ზოგი სხვა არსებითი ნიშნით მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან.

ამგვარად, აღმოსავლეთ ტიმორი (სახელწოდება „ტიმორი“ ძველ მალაურ ენაზე „აღმოსავლეთს“ ნიშნავს. კუნძულს ასე იმიტომ უწოდეს, რომ ის მალაელებით დასახლებული კუნძულების აღმოსავლეთით მდებარეობს) ჯერ კიდევ 1515 წლიდან პორტუგალიის სამფლობელოდ იქცა, დომინიკელი ბერების მისია დაფუძნდა და მოსახლეობაში კათოლიციზმის გავრცელება დაიწყო. კუნძულზე ევროპულ-ქრისტიანული ცივილიზაცია, პორტუგალიის სხვა სამფლობელოებთან შედარებით უმტკივნეულოდ დამკვიდრდა: ტიმორის ყველაზე მრავალრიცხოვანი ერი - ტეტუმი მთლიანად გაკათოლიკდა, რადგან მისი არისტოკრატია ამაში სარგებელს ხედავდა, კათოლიკობით პორტუგალიელთა ნდობა მოიპოვეს და სხვა უფრო მცირერიცხოვანი ხალხები დაიმორჩილეს.

1702 წელს აღმოსავლეთ ტიმორი პორტუგალიის ზღვისიქითა ტერიტორიად გამოაცხადეს, ანუ სტატუსი აუმაღლეს - ქვეყანა უბრალო კოლონიად აღარ ითვლებოდა და პორტუგალიის მეფის საგანგებო ბრძანებით ყველა ტიმორელს ქვეშევრდომის სრული უფლებები მიენიჭა, შესაბამისად უფრო გაძლიერდა ადგილობრივი მოსახლეობის პორტუგალიზაცია და მალე ტეტუმელები რელიგიით და ენობრივად პორტუგალიელებისაგან არაფრით განირჩეოდნენ.

XX საუკუნის 60-იან წლებში, როდესაც მეზობელი ინდონეზია დამოუკიდებელი გახდა (მანამდე ის ნიდერლანდების სამფლობელო იყო), ინდონეზიის პრეზიდენტმა სუკარნომ, რომელიც ადრე საკუთარი ხალხის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას ხელმძღვანელობდა, აღმოსავლეთი ტიმორი „პორტუგალიისაგან მიტაცებულ ინდონეზიურ მიწად“ გამოაცხადა და ლისაბონს ამ ტერიტორიის ჯაკარტისათვის ნებით დათმობისაკენ მოუწოდა. აღმოსავლეთ ტიმორის მუსულმანური თემი, რომელიც მცირერიცხოვანი კი იყო, მაგრამ პორტუგალიელთა ბატონობას არ ურიგდებოდა, სუკარნოს მოწოდებას აჯანყებით გამოეხმაურა. აღმოსავლეთტიმორელ მუსულმანთა ლიდერმა - მოლა აბდულა სალეჰმა, რომელიც ოეკუსი-ამბენუს ტომის ბელადის შვილი იყო, ტიმორის ჯუნგლებში 2000-ზე მეტ პარტიზანს მოუყარა თავი და პორტუგალიელებს ომი გამოუცხადა. აბდულა სალეჰის პარტიზანებმა დაიკავეს ოეკუსი-ამბენუს პროვინცია, რომელიც აღმოსავლეთ ტიმორის სხვა პროვინციებისაგან განცალკევებით მდებარეობს და მუსლიმანებითაა დასახლებული, სხვა პროვინციების დაკავება კი ვეღარ შეძლეს - მოსახლეობა მხარს პორტუგალიელებს უჭერდა. 1969 წელს აბდულა სალეჰი მოკლეს და „ტიმორის მუსლიმანურ ფრონტს“ მისი შვილი, ალი სალეჰი ჩაუდგა სათავეში. ის გაცილებით გამჭრიახი იყო ვიდრე მამამისი და ამიტომ აქცენტი ისლამის გავრცელებაზე გადაიტანა. მუსლიმანურმა თემმა ბრძოლა შეწყვიტა, პორტუგალიური კანონების თანახმად ოფიციალურად დარეგისტრირდა და მორწმუნეთა გადაბირებას შეუდგა.

70-იანი წლების დასაწყისში, აღმოსავლეთ ტიმორის ქალაქებში ახალმოქცეულ მუსლიმანთა რიცხვმა იმატა, რასაც მალე პორტუგალიელთა გულისწყრომა მოჰყვა: მათ მუსლიმანური თემი შეზღუდეს და მეჩეთების მშენებლობაც შეაჩერეს. ტიმორის დასავლეთ ნაწილში მცხოვრებთა უმეტესი ნაწილი მუსლიმანია და ალი სალეჰს, უპირველეს ყოვლისა, სწორედ მათი (და მათ ზურგს უკან მდგარი ინდონეზიის ხელისუფლების) იმედი ჰქონდა. მუსლიმანურმა თემმა მალე შეიარაღებული ბრძოლა განაახლა და აღმოსავლეთ ტიმორის რამდენიმე ქალაქში ტერაქტები მოაწყო. პორტუგალიაში სწორედ მაშინ მოხდა უსისხლო „ტიტების რევოლუცია“ და ქვეყნის სათავეში სოციალისტები მოვიდნენ. პირველივე ნაბიჯი, რაც მაშინ გადაიდგა, იმპერიის დეკოლონიზაცია იყო. 1974 წელს პორტუგალიის ყველა ზღვისიქითა ტერიტორიას ჯერ თვითმმართველობა, შემდეგ კი დამოუკიდებლობა მიენიჭა. გამონაკლისი არც ტიმორი ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ ტიმორელ კათოლიკეებს პორტუგალიისაგან გამოყოფა არ სურდათ (მათ მუსლიმანური ინდონეზიის შემოჭრის ეშინოდათ), იძულებულნი გახდნენ მაინც გადაედგათ ეს ნაბიჯი - ოფიციალური ლისაბონი ზღვისიქითა ტერიტორიების შენახვას აღარ აპირებდა, ამიტომაც აღმოსავლეთ ტიმორზე დამოუკიდებლობა დაჩქარებული წესით გამოცხადდა, ისე, რომ არც არმია ჰყავდათ და არც პოლიცია. აღმოსავლეთტიმორელები დარწმუნებული იყვნენ, რომ ინდონეზიელები მათ არ მოასვენებდნენ და ასეც მოხდა — ინდონეზიის არმია დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სულ რაღაც 9 დღის შემდეგ ქვეყანაში შეიჭრა და დაიპყრო. პორტუგალიელი გუბერნატორი, გარნიზონი და პოლიცია კუნძულიდან განდევნეს. ინდონეზიური ოკუპაციის წლებში (1975-2001 წწ.) აღმოსავლეთ ტიმორზე მუსლიმთა ექსპანსია დაიწყო. ოფიციალური ჯაკარტა დიდად უწყობდა ხელს მათ, ვინც აღმოსავლეთ ტიმორზე დასახლდებოდა და იქაური მუსლიმანური თემის აქტივისტი გახდებოდა. ამგვარი პოლიტიკით აღმოსავლეთ ტიმორის ქალაქებში მუსლიმანთა რაოდენობა გაიზარდა. იმავდროულად შეიზღუდა კათოლიკური ეკლესიის მოღვაწეობა, უცხოელ სამღვდელოებას ქვეყანაში შესვლა აეკრძალა და ცხოვრების ყველა სფეროში შეიზღუდა პორტუგალიური ენის გამოყენება. აღმოსავლეთ ტიმორის განმათავისუფლებელმა მოძრაობამ, რომელსაც სათავეში კათოლიკე არქიეპისკოპოსი კარლუშ ბელუ ედგა, აქცენტი კუნძულელთა ერთობაზე აიღო. ტეტუმის გარდა, აღმოსავლეთ ტიმორზე კიდევ 12 ტომი სახლობს, რომლებიც ადრე უუფლებონი იყვნენ და ამიტომაც ნებით თუ უნებლიეთ, გარეშე მტრებს ხელს უწყობდნენ. კარლუშ ბელუმ ამ ტომებს აღუთქვა, რომ თუ აღმოსავლეთ ტიმორი დამოუკიდებელი გახდებოდა, ისინი ყველა იმ უფლებით ისარგებლებდნენ, რითაც აქამდე მხოლოდ ტეტუმელები სარგებლობდნენ. აქედან გამომდინარე, აღმოსავლეთ ტიმორის განმათავისუფლებელი მოძრაობის ძირითად ენად პორტუგალიური იქცა. არქიეპისკოპოს კარლუშ ბელუს, როგორც კათოლიკე სასულიერო პირს, მხარს ვატიკანი უჭერდა, ამიტომ მას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში სიტყვა ეთქმოდა და სხვათა შორის, სწორედ საერთაშორისო ზეწოლით შეძლო სამშობლოსათვის დამოუკიდებლობის მოპოვება.

კრიზისის მოგვარება: ტიმორის საკითხი საერთაშორისო ასპარეზზე

რედაქტირება

აღმოსავლეთ ტიმორის საკითხი საერთაშორისო ასპარეზზე იმთავითვე დიდად აქტუალური იყო, რადგან, ჯერ ერთი, ინდონეზია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში საბჭოთა კავშირის უმსხვილეს სატელიტად ითვლებოდა და მისი ჭკუაზე მოყვანა იმ დროისათვის აუცილებელი იყო, მეორე - ტიმორის ამბებით ვატიკანი იყო დაინტერესებული. ამასთან, საერთაშორისო საზოგადოება ერთ აზრზე იდგა - ინდონეზიური ოკუპაცია უკანონო იყო და აუცილებლად უნდა შეწყვეტილიყო, აღმოსავლეთ ტიმორს კი დამოუკიდებლობა უნდა მიეღო. ამ აზრის განმტკიცებას ხელი შეუწყო არქიეპისკოპოს კარლუშ ბელუს მიერ გონივრულად წარმართულმა საინფორმაციო ომმა - აღმოსავლეთტიმორელი ინდეპენდისტები თავიანთი პოზიციის დასაფიქსირებლად ფართოდ იყენებდნენ დასავლურ მასმედიას, ვატიკანის რადიოს, საერთაშორისო ორგანიზაციების ტრიბუნებს და ა. შ. ინდონეზიის მთავრობა, ცხადია, ცდილობდა თავი დაეცვა და ამ მიზნით, ძირითადად, საბჭოთა მასმედიას იყენებდა. საბოლოოდ, „აღმოსავლეთ ტიმორის გათავისუფლების ფრონტი“ - დაჯგუფება, რომელიც აღმოსავლეთ ტიმორის დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა, გაერომ ტიმორელი ხალხის ერთადერთ კანონიერ წარმომადგენლად ცნო და 1982 წლის დასაწყისში ჯაკარტას აღმოსავლეთ ტიმორიდან ჯარების გაყვანის, რეფერენდუმის ჩატარებისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისაკენ მოუწოდა. დიდი საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, ინდონეზიის მთავრობა იძულებული გახდა, რეფერენდუმის ჩატარებაზე დათანხმებულიყო, თუმცა ჯარი მაინც არ გაიყვანა. გაეროს რწმუნებულებმა, რომლებიც ქვეყანაში რეფერენდუმის ჩასატარებლად საგანგებოდ დაუშვეს, ეგზიტპოლის მეშვეობით დაადგინეს, რომ დამოუკიდებლობას მხარს უჭერდა აღმოსავლეთ ტიმორის მოსახლეობის 60 %-ზე მეტი. შემდგომში, როცა რეფერენდუმი ჩატარდა, დამოუკიდებლობის მხარდამჭერთა საერთო მაჩვენებელი 50 %-მდე შემცირდა და ბუნებრივია, მეორე ტურის ჩატარების საჭიროება დადგა. მეორე ტური კი აღარ გაიმართა, რადგან ინდონეზიის ხელისუფლებამ გაეროს რწმუნებულები ქვეყნიდან გააძევა და აღმოსავლეთ ტიმორში ომი განაახლა.

საბოლოოდ, 1999 წელს, გაერომ ინდონეზია აიძულა აღმოსავლეთ ტიმორში სამშვიდობო ძალების შეყვანას დასთანხმებოდა. შეიარაღებული დაპირისპირება შეწყდა, გაეროს ცისფერჩაფხუტიანებმა დაპირისპირებული მხარეები დააშორეს და რეფერენდუმის ჩასატარებელ სამზადისს შეუდგნენ. იმავდროულად გაეროში შეიქმნა აღმოსავლეთ ტიმორის საქმეთა სამმხრივი კომისია, რომელშიც ინდონეზიის, პორტუგალიისა და „აღმოსავლეთ ტიმორის გათავისუფლების ფრონტის“ წარმომადგენლები შევიდნენ. ინდონეზიის პრეზიდენტი ჰაბიბი იძულებული გახდა რეფერენდუმის ჩატარებაზე თანხმობა განეცხადებინა და ჯარებიც გაეყვანა. 2001 წლის აგვისტოში, როცა აღმოსავლეთ ტიმორი უკანასკნელმა ინდონეზიელმა ჯარისკაცმაც დატოვა, გაიმართა რეფერენდუმი, რომლის მონაწილეთა 70 %-მა ხმა ქვეყნის დამოუკიდებლობას მისცა. აღმოსავლეთ ტიმორი პირველად ცნო ყოფილმა მეტროპოლიამ - პორტუგალიამ, შემდეგ კი ინდონეზიამ.

პოლიტიკა და მთავრობა

რედაქტირება

აღმოსავლეთ ტიმორის რესპიბლიკას მართავს პრეზიდენტი, რომელიც ირჩევა 5 წლის ვადით. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს აღმასრულებელი უფლებამოსილება, გარკვეულწილად შეზღუდული აქვს, მას შეუძლია პრემიერ მინისტრისა და მთავრობის დანიშვნაზე ვეტოს დადება. არჩევნების შემდეგ, როგორც წესი, პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერ მინისტრს და ამ უკანასკნელის წინადადებით, მინისტრთა კაბინეტს. პრემიერ მინისტრი მთავრობის მეთაური და მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარეა.

აღმოსავლეთ ტიმორის ერთპალატიანი პარლამენტი, არის ეროვნული პარლამენტი, რომლის წევრებიც, 5 წლიანი ვადით ირჩევიან, ხმის მიცემის წესით. ადგილების რაოდენობაა 52 დან 65 მდე. აღმოსავლეთ ტიმორის კონსტიტუცია, შექმნილია პორტუგალიურ მოდელზე. ქვეყანა ჯერაც ადმინისტრაციული და სამთავრობო უწყებების მშენებლობის პროცესშია. სამთავრობო უწყებებში შედის : ტიმორ-ლესტის' ეროვნული პოლიცია, აღმოსავლეთ ტიმორის სახელმწიფო და შიდა ადმინისტრაციული სამინისტრო, ტიმორ-ლესეს სამოქალაქო ავიაციის სამმართველო და ტიმორ-ლესეს სამიგრაციო დეპარტამენტი.

ადმინისტრაციული დანაყოფები

რედაქტირება

აღმოსავლეთ ტიმორი დაყოფილია 13 მუნიციპალიტეტად, რომლებიც თავის მხრივ იყოფა 65 ადმინისტრაციულ პუნქტად, 442 საქარო (სოფელი) და 2.225 ალდეიები (ჰამლეტები).

გეოგრაფია

რედაქტირება

აღმოსავლეთ ტიმორი მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ტიმორის კუნძული, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის საზღვაო სივრცეს ეკუთვნის.კუნძულის ჩრდილოეთით მდებარეობს ომბაის სრუტე, უტერის სრუტე და დიდი ბანდის ზღვა. ტიმორის ზღვა, კუნძულს ჰყოფს, სამხრეთით მდებარე ავსტრალიისგან. დასავლეთით მდებარეობს ინდონეზიის პროვინცია- აღმოსავლეთ ნუსა თენგარა. აღმოსავლეთ ტიმორს ექსკლუზიური ეკონომიკური ზონა აქვს, სიდიდით 70 326 კვადრატული კილომეტრი.

ქვეყნის უმეტესი ნაწილი მთიანია, უმაღლესი წერტილია ტატამაილაუ (ასევე ცნობილი როგორც რამელაუს მთა), 2 963 მეტრი. დედაქალაქი, უდიდესი ქალაქი და მთავარი ნავსადგურია დილი, ხოლო სიდიდით მეორე ქალაქია ბაუკაუ.

აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია მოიცავს პაიტჩას ქედსა და ირა ტალას ტბის ნაწილებს, რომელიც შეიცავს ქვეყნის პირველად ტერიტორიებს, ნინო კონის სანტანას ეროვნული პარკი. აქ განთავსებულია ქვეყნის ტერიტორიის შიგნით არსებული ტროპიკული ტყეები, იშვიათი ჯიშის ცხოველები და მცენარეები. ჩრდილოეთ სანაპირო ხასიათდება მარჯნის რიფების სისტემით.

აღმოსავლეთ ტიმორში გავრცელებულია ტროპიკული, ნოტიო და მშრალი კლიმატი. ხასიათდება წვიმიანი და მშრალი სეზონით.

ეკონომიკა

რედაქტირება

აღმოსავლეთ ტიმორის საბაზრო ეკონომიკა, დამოკიდებულია რამდენიმე საქონლის ექსპორტზე, როგორიცაა ყავა, მარმარილო, ნავთობი და სანდლის ხე. ექსპორტი, 2011 წლისთვის დაახლოებით 10% ით გაიზარდა, ხოლო 2012 წლისთვის არსებული ზრდის კურსი შეინარჩუნა. აღმოსავლეთ ტიმორის ამჟამინდელი, ძირითადი შემოსავალი ოფშორული ნავთობისა და გაზის მარაგებიდან მოდის, თუმცა ამ შემოსავლის გარკვეული ნაწილი, სოფლების განვითარებაზე იხარჯება, რომლებიც ჯერ კიდევ საარსებო სამეურნეო საქმიანობას ეყრდნობა. 2012 წლის მონაცემებით, აღმოსავლეთ ტიმორის მოსახლეობის თითქმის ნახევარი, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა.

'ტიმორ-ლესეს ნავთობის ფონდი', 2005 წელს შეიქმნა და 2011 წლისთვის, 8,7 მლრდ აშშ $ ს მიაღწია. აღმოსავლეთ ტიმორის საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ქვეყნის ეკონომიკა, შეაფასა როგორც 'მსოფლიოში ყველაზე ნავთობ-დამოკიდებული ეკონომიკა'.

ქვეყნის ეკონომიკა ძირითადად დამოკიდებულია სამთავრობო ხარჯებზე, მცირე დოზით უცხოელი ინვესტორების დონაციაზეც. კერძო სექტორის განვითარება შეფერხებულია ადამიანური რესურსის დეფიციტის, ინფრასტრუქტურის სისუსტის, არასრული იურიდიული სისტემისა და მარეგულირებლების არაეფექტურობის გამო. ნავთობის შემდეგ, სიდიდით მეორე საექსპორტო საქონელია ყავა, რომელიც წელიწადში 10 მლნ აშშ $-მდე გამოიმუშავებს, სტარბაქსი კი მთავარი შემსყიდველია.

2012 წელის მოსავალზე, 9 000 ტონა ყავა, 108 ტონა დარიჩინი და 161 ტონა კაკაო იქნა მიღებული. შედეგად ქვეყანა მე-40ადგიზლეა ყავის , მე-6 ადგილზე დარიჩინის, ხოლო 50-ე ადგილზე კაკაოს წარმოებით.

2010 წლის მონაცემებით, ელექტროენერგიით სარგებლობს, ქალაქური ოჯახების 87.7% (321 043 კაცი) და სოფლის ოჯახების 18.9% (821 459 ადამიანი) სარგებლობს, საერთო ჯამში, სრული მოსახლეობის 38.2%.

აღმოსავლეთ ტიმორის აქტიური მოსახლეობის 80% სასოფლო-სამეურნეო სექტორშია დასაქმებული.

მსოფლიო ბანკის , მოქმედი ბიზნესები 2013-ის დასკვნაში, აღმოსავლეთ ტიმორი 169-ე ადგილს იკავებდა, აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. 'საკუთრების აღრიცხვის', 'კონტრაქტების აღსრულების' და 'გადახდისუნარიანობის მოგვარების' საკითხებში, ქვეყანა ბოლო ადგილს იკავებს.

აღმოსავლეთ ტიმორში ტურიზმი ნაკლებადაა განვითარებული და მისი ეკონომიკური წვლილიც მცირეა. 2017 წელს ქვეყანას 75 000 ტურისტი ესტუმრა. ბოლო წლების განმავლობაში ტურიზმის ზრდამ, გამოიწვია სასტმროებისა და კურორტების რაოდენობის ზრდა, ასევე მთავრობამ გადაწყვიტა, დილიში არსებულ საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაში ჩაედო ინვესტიცია.

აღმოსავლეთ ფაქტორში რისკი/საფრტხე ტიროსტებისთვის დაბალია, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ნულოვანი ტერორისტული თავდასხმები, გზების უსაფრთხოების ხელშეწყობა და დაბალი კრიმინალური შემთხვევები შეინიშნება. ტურისტებისთვის უარყოფით ფატორად მხოლოდ გაუმართავი გზები რჩება.

დემოგრაფია

რედაქტირება

2015 წლის აღწერის მონაცემებით, აღმოსავლეთ ტიმორში 1 183 643 ადამიანი ცხოვრობდა. ქვეყანა მრავალი განსხვავებული ეთნიკური ჯგუფის მაცხოვრებლებისგან შედგება, რომელთა უმეტესობაც, ავსტრონეზიური და მელანეზიურ/პაპაუნი წარმოშობისაა. მალაო-პოლინეზიური ეთნიკური ჯგუფის უდიდესი ნაწილი ტეტუმები არიან (100 000 ადამიანი),ძირითადად ჩრდილოეთ სანაპიოზე და დილის შემოგარენში, მამბაი (80 000), ცენტრალურ მთებში, ტეკუდედე (63 170), მაუბარასა და ლაქუიჩას გარშემო, გალოლი (50 000), მამბასა და მაკესეეს ტომებს შორის, ქემაკი (50 000), ჩრდილო-ცენტრალური ტიმორის კუნძულზე და ბაიკენო (20 000), პანტე მაკასარის მიმდებარე ტერიტორიაზე.

პაპუანური წარმოშობის ძირითადი ტომები მოიცავს ბუნაკს (84 000), ტიმორის კუნძულის ცენტრალურ ნაწილში, ფატალუკუ (40 000), კუნძულის აღმოსავლეთით, ლოსპალოსის მახლობლად და მაკასა (70 000), კუნძულის აღმოსავლეთ ბოლოში. პორტუგალიის ეპოქაში გავრცელებული ინტერაქციული ქორწინებების შედეგად, არსებობს აღმოსავლეთ ტიმორისა და პორტუგალიის ნაზავი წარმოშობის ხალხი, რომლებიც პორტუგალიაში ცნობილები არიან, როგორც მესტიოები. გვხვდება ჩინური უმცირესობაც, რომლის უმეტესი ნაწილიც შედგება ჰაკგასგან.1970-იან წლებში, ბევრმა ჩინელმა დატოვა აქაურობა.

მიმოხილვა

რედაქტირება

აღმოსავლეთ ტიმორში ორი ოფიციალური ენა აქვთ : პორტუგალიური და ტეტუმი. იყენებენ ინგლისურსაც და ინდონეზიურსაც. ტეტუმი მიეკუთვნება, ავსტრიის ინდონეზიურ ენათა ოჯახს, რომელზედაც საუბრობენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანეთის ნაწილებში.

2015 წლის შედეგად, ყველაზე მეტად გავრცელებული სასაუბრო ენებია : ტეტუმ პრასა (მშობლიური ენა, მოსახლეობის 30.6%), მამბაი (16.6%), მაკასაი (10.5%), ტეტუმ ტერიკი (6.05%), ბაიკენუ (5.87%), კემაი (5.85%), ბუნაკი (5.48%), ტოქოდედე (3.97%) და ფატალუკუ (3.52%). ძირძველ ენებზე 10.47% საუბრობდა, ხოლო 1.09% უცხოურზე.

ინდონეზიური მმართველობისას, პორტუგალიურის გამოყენება აკრძალული იყო, სამთავრობო ოფისებში, სკოლებდა და საზოგადოებრივ ბიზნესებში მხოლოდ ინდონეზიურ ენა გამოიყენებოდა. ინდონეზიური ოკუპაციის პერიოდში, ტეტუმი და პორტუგალიური მნიშვნელოვანი გამაერთიანებელი ელემენტი იყო აღმოსავლეთ ტიმორის ხალხისთვის, რომლებიც ინდონეზიურ კულტურას ეწინააღმდეგებოდნენ. ამ მიზეზით იქნა მიღებული ორი ოფიციალური ენა.

ინდონეზიური და ინგლისური ენები სამუშაო ენებადაა განსაზღვრული. 2012 წელს, პორტუგალიურ ენაზე წერა-კითხვა და საუბარი, მოსახლეობის 35%-ს შეეძლო, ეს ნამდვილად დიდი პროგრესი იყო, რადგან 2006 წლის გაეროს მონაცემებით, ასეთი ადამიანები, ტიმორის მოსახლეობის მხოლოდ 5%-ს შეადგენდნენ. პორტუგალიური ენა მეტად პოპულარიზებულია, ის ბოლო პერიოდში ტიმორის მთავარ ენად იქცა და ისწავლება სკოლების უმეტესობაში. დადგენილია, რომ ინგლისური ესმის მოსახლეობის 31.4%-ს. აღმოსავლეთ ტიმორი, პორტუგალიური ენების ქვეყნების საზოგადოებისა და ლათინური კავშიწის წევრი ქვეყანაა.

ტეტუმის გარდა, ეთნოლოგები ასახელებენ შემდეგ ძირძველ ენებს : ადაბე, ბაიკენო, ბუნაკ, ფატალუკუ, გალოლი, ჰაბუნი, იდატე, კაირუი-მიდიკი, კემაკ, ლაკალეი, მაკასაე, მაკუვ'ა, მამბაე, ნაუეტე, ტუკუდედე და ვაიმა'ა. სამყაროში არსებული საფრთხის ქვეშ მყოფი ენების სიაშია, აღმოსავლეთ ტიმორის ექვსი ენა : ადაბე, ჰაბუ, კაირუი-მიდიკი, მაკუვა'ა, ნაუეტე და ვაიმა'ა.

პორტუგალიური

რედაქტირება

დადგენილია, რომ მოსახლეობის 70% დან 80%მდე, შეუძლია პორტუგალიურად საუბარი. მოსახლეობის დაახლოებით 40%, ყოველდღიურად იყენებს პორტუგალიურს სასაუბროდ. ენას უმეტესად იყენებენ დედაქალაქსა და დიდ ქალაქებში, სადაც მოსახლეობის 75%, ყოველდღიურად საუბრობს პორტუგალიურად. სოფლად, მოსახლეობის 30% საუბრობს პორტუგალიურად.

ენა აქტიურად გამოიყენება აღმოსავლეთ ტიმორის კომერციულ, ფინანსურ და ადმინისტრაციულ სექტორში. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ასევე იყენებს ტეტუმს, კომპანიების უმრავლესობა, პორტუგალიურს ანიჭებს უპირატესობას.

პორტუგალიისა და ბრაზილიის ხელშეწყობიით, აღმოსავლეთ ტიმორში, სულ უფრო მეტი ადამიანი საუბრობს პორტუგალიურად. მოსახლეობის 90% სახელებისა და გვარების გათვალისწინებით პორტუგალიელია.

სავარაუდოა, რომ 2025 წლისთვის, მოსახლეობის 90%-ს შეეძლება პორტუგალიურის თავისუფლად ფლობა.

განათლება

რედაქტირება

2010 წელს, აღმოსავლეთ ტიმორში, ზრდასრულთა წიგნიერების მაჩვენებელი 58.3% იყო, მაჩვენებელი პროგრესირებულია, გამომდინარე იქიდან რომ 2001 წელს, ზრდასრულთა წიგნიერების მაჩვენებელი 37.6% იყო. პორტუგალიური მმართველობის დასასრულს, გაუნათლებელთა მაჩვენებელი, მოსახლეობის 95% იყო.

ქვეყნის მთავარი უნივერსიტეტია, აღმოსავლეთ ტიმორის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ასევე აქ არის ოთხი კოლეჯი.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ტეტუმმა და ინდონეზიურმა, საკუთარი ფუნქცია დაკარგეს და სასწავლო მნიშვნელობა პორტუგალიურს მიენიჭა. ინდონეზიურმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა განათლებაში, ცნობილია რომ საშუალო სკოლის მოსწავლეების 73.7% იყენებდა მას, თუმცა 2005 წლიდან ეს მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა, რადგან მათი უმეტესობა უკვე პორტუგალიურს იყენებდა.

ფილიპინელებმა, ფილიპინელი მასწავლებლები, აღმოსავლეთ ტიმორში გააგზავნეს, ინგლისურის სწავლის მიზნით, რათა ორ ქვეყანას შორის წამოწყებულ პროგრამას, ხელი შეუწყონ. პროგრამა ითვალისწინებს აღმოსავლეთ ტიმორიდან ინგისური ენის მცოდნე სტუდენტების სასტიპენდიო პროგრამებზე მიღებას, ფილიპინებში.

2015 წლის აღწერის მონაცემებზე დაყრდნობით, რელიგიური შემადგენლობა ასე იყო გადანაწილებული : რომაელი კათოლიკეები 97.57%, პროტესტანტები 1.96%, მაჰმადიანი 0.24%, ტრადიციული 0.08%, ბუდისტური 0.05%, ინდუისტი 0.02% და სხვა რელიგიები 0.08%. 2016 წელს, დემოგრაფიული და ჯანმრთელობის კვლევის პროგრამის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის რელიგიური შემადგენლობა ასე გადანაწილდა : კათოლიკეები 98.3%, პროტესტანტები 1.2% და მუსულმანები 0.3%.

აღმოსავლეთ ტიმორის კულტურა, უამრავი სხვა კულტურის გავლენას განიცდის, განსაკუთრებით პორტუგალიური, რომაული კათოლიკური და ინდონეზიური. ტიმორის ძირძველი კულტურებია ძველი ავსტრიული და მელანეზიური.

ხელოვნება

რედაქტირება

ქვეყანაში პოეზიის მძლავრი კულტურა არსებობს. მაგ. პრემიერ მინისტრი Xanana Gusmão, გამორჩეული პოეტია.

არქიტექტურა, ძირითადად პორტუგალიური შენობებისგან შედგება, თუმცა აღმოსავლეთ რეგიონში ტრადიციულ ტოტემურ შენობებსაც ვხვდებით. მსგავსი არქიტექტურა, ცნობილია როგორც 'უმა ლულიკ' ('წმინდა სახლები'), ტეტუმზე და 'ლი ტეინუს' ('ფეხის სახლები'), ფატალუკუში. გავრცელებულია ხელოსნობა და ტრადიციული შარფების ქსოვა.

ტიმორში აუდიოვიზუალური მასალის ვრცელი კოლექცია აქვთ.

თეატრი და სატელევიზიო დრამა

რედაქტირება

2009-10 წლებში, აღმოსავლეთ ტიმორში იღებდნენ, ავსტრალიურ ფილმს 'ბალიბო' და სამხრეთ კორეულ ფილმს 'შიშველი ოცნება'. 2013 წელს, გამოვიდა პირველი აღმოსავლეთ ტიმორული მხატვრული ფილმი 'ბითრიზის ომი'. მომდევნო ორი მხატვრული ფილმი, 2017 წლის 30 ივლისს გამოვიდა, სატელევიზიო ქსელის მეშვეობით. 2010 წელს კი პირველი ადგილობრივი სატელევიზიო დრამა გამოუშვეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი „არსენალი“, N 11 (158), 2012 წ.