ბანდის ზღვა
ზღვა
ბანდის ზღვა — ზღვა მოლუკის კუნძულებთან, წყნარი ოკეანის ნაწილი. მდებარეობს ინდონეზიის აკვატორიაში. წყნარი ოკეანისგან გამოყოფილია ასეულობით კუნძულისა და ჰალმაჰერისა და სერამის ზღვებით. აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ გადაჭიმულია 1000 კმ-ზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ 500 კმ-ზე.
ბანდის ზღვა შემოსაზღვრულია კუნძულებით: სულავესი, ბურუ, ამბონი, სერამი, არუს კუნძულები, ბარატ-დაის კუნძულები, ტინიმბარის კუნძულები, კაის კუნძულები და ტიმორი.
ზღვის განაპირა რაიონები საკმაოდ სახიფათოა ნაოსნობისთვის, ვინაიდან აქ მდებარეობს უამრავი პატარა კლდოვანი კუნძული.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოკეანეებისა და ზღვების საზღვრები დაარქივებული 2011-02-02 საიტზე Wayback Machine.