ჰალმაჰერის ზღვა

ზღვა

ჰალმაჰერის ზღვა მდებარეობს წყნარი ოკეანის ცენტრალური ნაწილის დასავლეთით, მალაის არქიპელაგში. გადაჭიმულია სამხრეთის 1 ° პარალელსა და აღმოსავლეთის 129 ° მერიდიანს შორის. ჩრდილოეთით ესაზღვრება წყნარი ოკეანე, დასავლეთით კუნძული ჰალმაჰერა, აღმოსავლეთით კუნძულები ვაიგეო და ირიან-ჯაია, სამხრეთით - სერამის ზღვა. ფართობი შეადგენს 75.000 კმ²-ს, საშუალო სიღრმე 747 მ, მაქსიმალური სიღრმე 2072 მ.

ჰალმაჰერის ზღვის მდებარეობა

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება