ომბაის სრუტე (ინდონ. Selat Ombai, პორტ. Estreito de Ombai, ტეტ. Estreitu Ombai) ― საერთაშორისო სრუტე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. იგი ალორის არქიპელაგს კუნძულ ვეტარისგან, ატაუროსა და ტიმორისგან გამოჰყოფს. სრუტე წარმოადგენს საერთაშორისო სრუტეების წყვილიდან დასავლეთ ნაწილს. აღმოსავლეთით მდებარე სრუტეა ვეტარის სრუტე. სრუტეები ერთად წყნარ და ინდოეთის ოკეანეს აკავშირებენ.

ეტიმოლოგია

რედაქტირება

ომბაის სრუტე კუნძულ ალორის ალტერნატიული სახელწოდებაა, რომელიც ალორის არქიპელაგის ნაწილია. არქიპელაგი სრუტის ჩრილოეთ, ჩრდილო-დასავლეთ და დასავლეთ სანაპიროს შემოსაზღვრავს.[1]

ტეტუმზე ომბაი-ვეტარის სრუტის აღსაწერად ხშირად გამოიყენება tasi feto (ითარგმნება როგორც „მდედრობითი/ქალი ზღვა“). სრუტეები კუნძულ ტიმორის ჩრდილოეთით მდებარეობს, ხოლო სამხრეთით მდებარე ტიმორის ზღვა, რომელიც უფრო დიდი ტალღებით ხასიათდება, ტეტუმზე tasi mane (ითარგმნება როგორც „მამრი/მამაკაცი ზღვა“) ეწოდება.[2]

გეოგრაფია

რედაქტირება
 
სრუტე ინურ-პილილადან

ომბაის სრუტე შედარებით ვიწრო და ღრმაა (3 250 მ). სრუტეს კომპლექსური და უკიდურესი ბათიმეტრია ახასიათებს:[2][3]:1237[4] იცვლება ვიწრო რიფული სიბრტყიდან (ხშირად 60 მეტრზე ნაკლები სიგანის), რომლებიც ნაწილობრივ ზღვის მცენარეებითა და მარჯნებითაა დაფარული, 3 000 მეტრის სიღრმემდე (სანაპიროდან 20 კმ-ის მოშორებითაა).[2]

სრუტე ალორის არქიპელაგს კუნძულ ვეტარისგან, ატაუროსა და ტიმორისგან გამოჰყოფს.[3] იგი ბანდის ზღვასა (ჩრდილო-აღმოსავლეთით) და სავუს ზღვას შორის (სამხრეთ-დასავლეთით) საზღვარს წარმოადგენს.[4][5][6]

ალორის არქიპელაგი და ტიმორის დასავლეთი ნაწილი, ექსკლავ ოკუსი-ამბენოს ოლქის გამოკლებით, აღმოსავლეთი მცირე ზონდის კუნძულების პროვინციის შემადგენლობაშია. ვეტარი მალუკუს პროვინციის ნაწილია. ატაურო, ოკუსი-ამბენო და ტიმორის აღმოსავლეთი ნაწილი აღმოსავლეთ ტიმორს მიეკუთვნება.[3]

ბანდის ზღვის სამხრეთი კიდე სრუტის სამხრეთ კიდეს მიუყვება კუნძულ ტიმორის ჩრდილოეთი სანაპიროს გასწვრივ, აღმოსავლეთ ბოლოდან სამხრეთ-დასავლეთით, აღმოსავლეთის 125°-იან მერიდიანამადე. ამ წერტილიდან ბანდის ზღვის დასავლეთი ნაწილი ჩრდილოეთით ალორის კუნძულამდე აღწევს, სადაც ის აღმოსავლეთით, ალორის სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ და მის ირგვლივ მიუყვება.[5]

ომბაის სრუტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილიდან, სავუს ზღვიდან, სრუტე ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით უფრო და უფრო ვიწროვდება. უმოკლესი მონაკვეთი ალორის არქიპელაგსა და ტიმორს შორის მდებარეობს და 27 კმ-ის ტოლია. სანავიგაციო წყლები 26 კმ-ს უტოლდება.[7]

სრუტის ჩრდილო-აღმოსავლეთ კიდეში, კუნძულ ალორსა და ატაუროს შორის, ჩრდილო-დასავლეთითა და ჩრდილოეთით ფლორესის ზღვაა, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით − ბანდის ზღვა. ეს მონაკვეთი ყველაზე ვიწრო ნაწილში 35 კმ-ის სიგანისაა და სანავიგაციოდ 34 კმ-იანი მონაკვეთი გამოიყენება.[3][7] სრუტეს აღმოსავლეთით, ატაუროდან სამხრეთით ვეტარის სრუტე უერთდება. ამ უკანასკნელის აღმოსავლეთი ნაწილი ბანდის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილსა და მოლუკის კუნძულების უკიდურეს სამხრეთ ნაწილს ემთხვევა.[3][7][8]

ნავიგაცია

რედაქტირება
 
კონტეინერმზიდი Selatan Damai დილის მახლობლად.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საზღვაო სამართლის კონვენციის მიხედვით, კომერციულ გემებსა და თვითმფრინავებს საერთაშორისო წყლებსა და ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონებში თავისუფალი ნავიგაციის უფლება აქვთ. ტრანზიტული გასასვლელის პრინციპი მოქმედებს ომბაისა და ვეტარის სრუტეებისთვისაც, რომლებიც ორ ოკეანეს ერთმანეთთან აკავშირებენ.[9][10]

ომბაი-ვეტარის მარშრუტი უფრო გრძელია, ვიდრე მალაკა-სინგაპურის სრუტის მარშრუტი. სწორედ ამიტომ, ომბაი-ვეტარის სრუტეების მარშრუტი დასავლეთ-აღმოსავლეთს შორის კომერციული ვაჭრობის უკეთეს ალტერნატივას არ წარმოადგენს.[9] თუმცა, ზოგჯერ ამ მარშრუტს დიდი ზომის ტანკერები იყენებენ სპარსეთის ყურიდან იაპონიაში ტრანზიტის დროს. ომბაი-ვეტარის სრუტეების მარშრუტს იყენებენ ის ხომალდებიც, რომელთაც ავსტრალია-იავის ზღვა/აღმოსავლეთ აზიის მარშრუტი აქვთ.[10]

ომბაისა და ვეტარის სრუტეებს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს აღმოსავლეთ ტიმორისთვის როგორც ქვეყნის საერთაშორისო ვაჭრობისთვის, ისე შიდა ტრანსპორტირებისთვის.[10] ომბაის სრუტეში რეგულარულად ფუნქციონირებს შიდა აღმოსავლეთ ტიმორული საბორნე მომსახურება დილის, ატაუროსა და ოკუსეს შორის.[11] მალაკა-სინგაპურის სრუტეების მეშვეობით კომერციული გადაზიდვების შეფერხების შემთხვევაში ომბაი-ვეტარის მარშრუტს გლობალურ ვაჭრობაში გადამწვყეტი მნიშვნელობა ექნება, განსაკუთრებით აზია-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის.[10]

  1. Garren, William R.; Peterson, Boyd D.; Page, Carl R. (September 1982) [[[:თარგი:GBurl]] Gazetteer of Indonesia], 3rd, Washington, DC: Defense Mapping Agency, გვ. 880. 
  2. 2.0 2.1 2.2 Hunnam, Kimberley; Carlos, Imelda; Hammer, Michael P.; Dos Reis Lopes, Joctan; Mills, David J.; Stacey, Natasha (2021). „Untangling Tales of Tropical Sardines: Local Knowledge From Fisheries in Timor-Leste“. Frontiers in Marine Science. 8. doi:10.3389/fmars.2021.673173. hdl:1885/277964. ISSN 2296-7745.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Molcard, R.; Fieux, M.; Syamsudin, F. (2001). „The throughflow within Ombai Strait“. Deep Sea Research Part I: Oceanographic Research Papers. 48 (5): 1237. Bibcode:2001DSRI...48.1237M. doi:10.1016/S0967-0637(00)00084-4.
  4. 4.0 4.1 Moore, Thomas; Marra, John (27 February 2002). „Satellite observations of bloom events in the Strait of Ombai: Relationships to monsoons and ENSO“. Geochemistry, Geophysics, Geosystems (ინგლისური). 3 (2): 2. Bibcode:2002GGG.....3.1017M. doi:10.1029/2001GC000174. ISSN 1525-2027. ციტირების თარიღი: 26 April 2022.
  5. 5.0 5.1 (1953) Limits of Oceans and Seas, 3rd, Special Publication No 28, Monte-Carlo: International Hydrographic Organization (IHO). 
  6. Arsana, I. Made Andi; Rizos, C.; Schofield, Clive H. (2006) „The application of GIS in maritime boundary delimitation: a case study on the Indonesia-East Timor maritime boundary delimitation“, Innovations in 3D Geo Information Systems, Lecture Notes in Geoinformation and Cartography series. Berlin: Springer, გვ. 695–719. DOI:10.1007/978-3-540-36998-1_53. 
  7. 7.0 7.1 7.2 Leifer, Michael (1978) [[[:თარგი:GBurl]] Malacca, Singapore, and Indonesia], International Straits of the World, Volume 2. Alphen aan den Rijn: Sijthoff & Noordhoff, გვ. 83–85. ISBN 9028607781. 
  8. (1976) [[[:თარგი:GBurl]] Sailing Directions for Java: Lesser Sundas; South, Southeast, and East Coasts of Borneo; and Celebes], revised 5th (1962), Publication - Defense Mapping Agency, Hydrographic Center, no. 72, Washington, DC: U.S. Dept. of Defense, Defense Mapping Agency, Hydrographic Center, გვ. 267. ISBN 1038099951. 
  9. 9.0 9.1 Mohd Rusli, Mohd Hazmi bin (10 February 2012). „Maritime Highways of Southeast Asia: Alternative Straits?“ (PDF). RSIS Commentaries. S. Rajaratnam School of International Studies (24/2012): 2. ციტირების თარიღი: 30 March 2022.
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 Borges, Duarte (2021). „A maritime strategy for Timor-Leste“ (PDF). Sea Power Soundings. Royal Australian Navy (20). ციტირების თარიღი: 2 April 2022.
  11. Transport: By Boat (8 August 2016). ციტირების თარიღი: 2 April 2022