ვეტარის სრუტე
ვეტარის სრუტე (ინდონ. Selat Wetar; პორტ. Estreito de Wetar; ტეტ. Estreitu Wetar) ― საერთაშორისო სრუტე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. იგი გამოყოფს კუნძულ ვეტარს კუნძულ ტიმორის აღმოსავლეთ ნაწილისგან. სრუტე არის საერთაშორისო სრუტეების წყვილის აღმოსავლეთი ნაწილი. პირველ ომბაის სრუტე წარმოადგენს. ეს ორი სრუტე ინდოეთის ოკეანეს წყნარ ოკეანესთან აკავშირებს.
ეტიმოლოგია
რედაქტირებავეტარი ინდონეზიის კუნძულის სახელია, რომელიც სრუტის ჩრდილოეთ სანაპიროს მეორე მხარეს მდებარეობს.[1]
ტეტუმში ომბაი-ვეტარის სრუტის აღსაწერად ხშირად გამოიყენება tasi feto (ითარგმნება როგორც „მდედრობითი/ქალი ზღვა“). სრუტეები კუნძულ ტიმორის ჩრდილოეთით მდებარეობს, ხოლო სამხრეთით მდებარე ტიმორის ზღვა, რომელიც უფრო დიდი ტალღებით ხასიათდება, ტეტუმზე tasi mane (ითარგმნება როგორც „მამრი/მამაკაცი ზღვა“) ეწოდება.[2]
გეოგრაფია
რედაქტირებასრუტე კუნძულ ვეტარს კუნძულ ტიმორი აღმოსავლეთ ნაწილისგან გამოყოფს. ამრიგად, იგი ინდონეზიასა და აღმოსავლეთ ტიმორს შორის მდებარეობს.[1][3][4]
სრუტის ჩრდილო-დასავლეთით კუნძული ატაურო მდებარეობს. სრუტის დასავლეთით ომბაის სრუტეა გაშლილი.[3]
ორი სრუტის აღმოსავლეთით ბანდის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილია, მოლუკის კუნძულების უკიდურესი სამხრეთი ნაწილი.[1][3]
ვეტარის სრუტე ბანდის ზღვით არის შემოსაზღრული, რომლის სამხრეთი საზღვარი ტიმორის აღმოსავლეთ კიდიდან კუნძულის ჩრდილოეთ სანაპიროს გაყოლებით აღმ. 125° მერიდიანამდე გადის. ამ წერტილიდან ზღვის დასავლეთი საზღვარი მიემართება ჩრდილოეთით ალორისკენ, სადაც იგი ალორის სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ მიემართება მისი აღმოსავლეთ წერტილის გარშემო.[5]
ეკოლოგია
რედაქტირებააღმოსავლეთ ტიმორის ჩრდილოეთ ლიტორალის გასწვრივ მდებარე წყალმარჩხ სანაპირო წყლებში ზღვის ბალახის საფარი დომინირებს რომლის ფართობიც დაახლოებით 2,200 ჰექტარია (5,400 აკრი).[6]:((2-29–2-30)) ზღვის ბალახის საფარი მარჯნის რიფებს დალექვისგან იცავს და წარმოადგენს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობისთვის, დიუგონისთვის (Dugong dugon) საკვებ ადგილს წარმოადგენს.[7]:82 აღმოსავლეთ ტიმორის სანაპიროს გასწვრივ ზღვის ბალახის შვიდი გვარი ფიქსირდება.[6]:((2–29))
აღმოსავლეთ ტიმორის სანაპირო წყლებში არსებობს მანგროს ტყეები. ზღვის ბალახებთან და მარჯნის რიფებთან ერთად ისინი თევზებისა და მოლუსკების მრავალი სახეობის ძირითად გამრავლების ადგილს ქმნიან. თუმცა მანგროს საფარი 1940 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა და ვეტარის სრუტეში ამჟამად სანაპირო ზოლითა და ფატუკამის კონცხსა და მანატუტოს შორის შიდა ტერიტორიით შემოიფარგლება.[7]:xvi,xvii,3–5,81,82[8]
ნავიგაცია
რედაქტირებაგაერთიანებული ერების ორგანიზაციის საზღვაო სამართლის კონვენციის მიხედვით, კომერციულ გემებსა და თვითმფრინავებს საერთაშორისო წყლებსა და ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონებში თავისუფალი ნავიგაციის უფლება აქვთ. ტრანზიტული გასასვლელის პრინციპი მოქმედებს ომბაისა და ვეტარის სრუტეებისთვისაც, რომლებიც ორ ოკეანეს ერთმანეთთან აკავშირებენ.[4][9]
ომბაი-ვეტარის მარშრუტი უფრო გრძელია, ვიდრე მალაკა-სინგაპურის სრუტის მარშრუტი. სწორედ ამიტომ, ომბაი-ვეტარის სრუტეების მარშრუტი დასავლეთ-აღმოსავლეთს შორის კომერციული ვაჭრობის უკეთეს ალტერნატივას არ წარმოადგენს.[4] თუმცა, ზოგჯერ ამ მარშრუტს დიდი ზომის ტანკერები იყენებენ სპარსეთის ყურიდან იაპონიაში ტრანზიტის დროს. ომბაი-ვეტარის სრუტეების მარშრუტს იყენებენ ის ხომალდებიც, რომელთაც ავსტრალია-იავის ზღვა/აღმოსავლეთ აზიის მარშრუტი აქვთ.[9]
ომბაისა და ვეტარის სრუტეებს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს აღმოსავლეთ ტიმორისთვის როგორც ქვეყნის საერთაშორისო ვაჭრობისთვის, ისე შიდა ტრანსპორტირებისთვის.[9] ვეტარის სრუტეში რეგულარულად ფუნქციონირებს შიდა აღმოსავლეთ ტიმორული საბორნე მომსახურება დილის, მანატუტოს, ბაუკაუს, ლაუტემსა და ვიკეკეს შორის.[10][11] მალაკა-სინგაპურის სრუტეების მეშვეობით კომერციული გადაზიდვების შეფერხების შემთხვევაში ომბაი-ვეტარის მარშრუტს გლობალურ ვაჭრობაში გადამწვყეტი მნიშვნელობა ექნება, განსაკუთრებით აზია-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის.[9]
ეკონომიკა
რედაქტირებათევზჭერა
რედაქტირებასხვა პატარა კუნძულოვან ქვეყნებთან შედარებით აღმოსავლეთ ტიმორში თევზჭერაში ჩართულობა დაბალია. კუნძულის ჩრდილოეთ სანაპიროს გასწვრივ და ატაუროს გარშემო, მათ შორის სრუტეშიც, თევზჭერის დონე უფრო მაღალია, ვიდრე ქვეყნის სხვა ნაწილებში, გარდა სამხრეთ სანაპიროს ზოგიერთი ნაწილისა. ბევრი მეთევზე ნახევარ განაკვეთზე ან სეზონურად თევზაობს და სხვა დროს დამატებითი საქმიანობითაა დაკავებული, როგორიცაა ხუროობა, დაქირავებით მუშაობა ან დაცვის სამსახური. თევზის ნადავლის უმეტესობა მცირე პელაგიური სახეობებისაა, მათ შორის სკუმბრია, სარდინები (Clupeidae), ნახევარნისკარტები და სტავრიდები (Carangidae).
დამატებითი საკითხავი
რედაქტირება- Fitzgerald, Roxanne (2023-11-11). „Researchers link delayed blue whale migration past Timor-Leste to a warming ocean“. ABC News (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2023-11-13.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Leifer, Michael (1978) [[[:თარგი:GBurl]] Malacca, Singapore, and Indonesia], International Straits of the World, Volume 2. Alphen aan den Rijn: Sijthoff & Noordhoff, გვ. 83–84. ISBN 9028607781.
- ↑ Hunnam, Kimberley; Carlos, Imelda; Hammer, Michael P.; Dos Reis Lopes, Joctan; Mills, David J.; Stacey, Natasha (2021). „Untangling Tales of Tropical Sardines: Local Knowledge From Fisheries in Timor-Leste“. Frontiers in Marine Science. 8. doi:10.3389/fmars.2021.673173. ISSN 2296-7745.
- ↑ 3.0 3.1 3.2 (1976) [[[:თარგი:GBurl]] Sailing Directions for Java: Lesser Sundas; South, Southeast, and East Coasts of Borneo; and Celebes], revised 5th (1962), Publication - Defense Mapping Agency, Hydrographic Center, no. 72, Washington, DC: U.S. Dept. of Defense, Defense Mapping Agency, Hydrographic Center, გვ. 267. ISBN 1038099951.
- ↑ 4.0 4.1 4.2 Mohd Rusli, Mohd Hazmi bin (10 February 2012). „Maritime Highways of Southeast Asia: Alternative Straits?“ (PDF). RSIS Commentaries. S. Rajaratnam School of International Studies (24/2012): 2. ციტირების თარიღი: 30 March 2022.
- ↑ (1953) Limits of Oceans and Seas, 3rd, Special Publication No 28, Monte-Carlo: International Hydrographic Organization (IHO).
- ↑ 6.0 6.1 Nippon Koei Co. (November 2019) Democratic Republic of Timor-Leste: Preliminary Assessment for Dili Airport Runway Upgrading Project (Financed by the Technical Assistance Special Fund). Asian Development Bank (ADB). ციტირების თარიღი: 9 April 2022
- ↑ 7.0 7.1 The National Biodiversity Strategy and Action Plan of Timor-Leste (2011 – 2020). Democratic Republic of Timor-Leste (2015). ციტირების თარიღი: 16 April 2022
- ↑ Ilman, Muhammed. Assessment Report of the Biophysical, Ecological and Socio-Economic Conditions of Mangroves Ecosystem of Timor Leste გვ. 3, 7–13. UNDP/MAF (2017). ციტირების თარიღი: 6 March 2022
- ↑ 9.0 9.1 9.2 9.3 Borges, Duarte (2021). „A maritime strategy for Timor-Leste“ (PDF). Sea Power Soundings. Royal Australian Navy (20). ციტირების თარიღი: 2 April 2022.
- ↑ Freitas, Domingos Piedade (16 September 2021). „Berlin-Ramelau chega a Timor-Leste no próximo mês de outubro“ [Berlin-Ramelau arrives in East Timor in October] (პორტუგალიური). Tatoli. ციტირების თარიღი: 3 April 2022.
- ↑ Ferry built in China set to be delivered to Timor-Leste (20 September 2021). ციტირების თარიღი: 3 April 2022