აღმოსავლეთ ტიმორის დემოგრაფია
აღმოსავლეთ ტიმორის დემოგრაფია ასახავს ქვეყნის მოსახლეობის მახასიათებლებს, როგორიცაა მოსახლეობის სიმჭიდროვე, ეთნიკური შემადგენლობა, განათლების დონე, ჯანმრთელობა და ჯანდაცვა, ეკონომიკური მდგომარეობა, რელიგიური მიკუთვნებულობა და სხვა ასპექტები.
სტატისტიკა
რედაქტირებაგაერთიანებული ერების ორგანზიაციის მოსახლეობის განყოფილების მიერ აღმოსავლეთ ტიმორის მნიშვნელოვანი დემოგრაფიული მონაცემები ქვემოთ მოცემულ ცხრილშია ასახული:[1]
შუა ასაკის მოსახლეობა (ათასი) | შობადობის მაჩვენებელი (ათასი) | გარდაცვალების მაჩვენებელი (ათასი) | ბუნებრივი მოძრაობა (ათასი) | შობადობის დონე (1000 ადამიანზე) | მოკვდაობის დონე (1000 ადამიანზე) | ბუნებრივი მოძრაობა (1000 ადამიანზე) | შობადობის კოეფიციენტი | ჩვილთა სიკვდილიანობა (1000 დაბადებულზე) | სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა (წელი) | |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1950 | 415 | 18 | 15 | 3 | 43.4 | 35.9 | 7.5 | 6.61 | 274.2 | 29.05 |
1951 | 418 | 18 | 14 | 4 | 43.7 | 34.2 | 9.5 | 6.59 | 271.8 | 29.30 |
1952 | 423 | 19 | 14 | 4 | 43.9 | 33.4 | 10.5 | 6.56 | 268.5 | 29.62 |
1953 | 427 | 19 | 14 | 5 | 44.2 | 32.9 | 11.2 | 6.54 | 265.8 | 29.89 |
1954 | 432 | 19 | 14 | 5 | 44.4 | 32.5 | 11.9 | 6.51 | 262.8 | 30.20 |
1955 | 437 | 20 | 14 | 5 | 44.6 | 32.1 | 12.5 | 6.48 | 259.7 | 30.52 |
1956 | 443 | 20 | 14 | 6 | 44.8 | 31.8 | 13.0 | 6.45 | 256.7 | 30.83 |
1957 | 449 | 20 | 14 | 6 | 45.1 | 31.6 | 13.5 | 6.42 | 254.0 | 31.12 |
1958 | 455 | 21 | 14 | 6 | 45.3 | 31.3 | 14.0 | 6.39 | 251.3 | 31.40 |
1959 | 462 | 21 | 14 | 7 | 45.5 | 31.1 | 14.4 | 6.36 | 248.6 | 31.70 |
1960 | 469 | 21 | 14 | 7 | 45.7 | 30.6 | 15.1 | 6.32 | 244.3 | 32.20 |
1961 | 476 | 22 | 14 | 7 | 45.7 | 30.2 | 15.5 | 6.27 | 241.1 | 32.57 |
1962 | 483 | 22 | 14 | 8 | 45.7 | 29.9 | 15.9 | 6.22 | 237.9 | 32.95 |
1963 | 491 | 22 | 15 | 8 | 45.6 | 29.5 | 16.1 | 6.16 | 235.4 | 33.26 |
1964 | 499 | 23 | 15 | 8 | 45.5 | 29.2 | 16.3 | 6.08 | 232.5 | 33.60 |
1965 | 507 | 23 | 14 | 9 | 45.2 | 28.3 | 16.9 | 6.01 | 226.4 | 34.36 |
1966 | 516 | 23 | 14 | 9 | 44.9 | 27.6 | 17.2 | 5.93 | 221.2 | 35.00 |
1967 | 525 | 23 | 14 | 9 | 44.5 | 26.9 | 17.6 | 5.86 | 215.3 | 35.73 |
1968 | 535 | 24 | 14 | 9 | 44.1 | 26.3 | 17.7 | 5.79 | 211.5 | 36.23 |
1969 | 544 | 24 | 14 | 10 | 43.6 | 25.8 | 17.8 | 5.72 | 207.8 | 36.71 |
1970 | 554 | 24 | 14 | 10 | 43.1 | 25.3 | 17.8 | 5.66 | 204.3 | 37.17 |
1971 | 564 | 24 | 14 | 10 | 42.4 | 24.6 | 17.7 | 5.58 | 200.2 | 37.72 |
1972 | 574 | 24 | 14 | 10 | 41.6 | 24.0 | 17.6 | 5.49 | 195.8 | 38.32 |
1973 | 584 | 24 | 14 | 10 | 40.7 | 23.2 | 17.5 | 5.39 | 190.7 | 38.99 |
1974 | 592 | 24 | 15 | 9 | 39.8 | 25.0 | 14.8 | 5.29 | 200.8 | 36.88 |
1975 | 600 | 23 | 24 | − 0 | 39.1 | 39.8 | −0.7 | 5.19 | 241.2 | 24.83 |
1976 | 610 | 23 | 23 | 0 | 38.3 | 37.9 | 0.4 | 5.12 | 229.8 | 25.96 |
1977 | 619 | 23 | 24 | −1 | 37.9 | 39.9 | −2.0 | 5.09 | 242.6 | 24.43 |
1978 | 628 | 24 | 27 | − 4 | 37.9 | 43.8 | −5.9 | 5.09 | 266.9 | 21.84 |
1979 | 635 | 24 | 27 | − 2 | 38.3 | 42.3 | −3.9 | 5.14 | 258.8 | 22.53 |
1980 | 642 | 25 | 21 | 3 | 39.0 | 33.6 | 5.4 | 5.22 | 203.3 | 28.45 |
1981 | 649 | 27 | 21 | 6 | 41.3 | 32.5 | 8.8 | 5.53 | 193.5 | 29.57 |
1982 | 655 | 27 | 21 | 7 | 41.6 | 31.3 | 10.3 | 5.56 | 183.4 | 30.82 |
1983 | 662 | 28 | 20 | 7 | 41.9 | 30.6 | 11.3 | 5.59 | 177.0 | 31.64 |
1984 | 671 | 28 | 19 | 9 | 42.2 | 28.4 | 13.7 | 5.61 | 161.5 | 33.75 |
1985 | 682 | 29 | 19 | 9 | 42.4 | 28.5 | 13.9 | 5.65 | 161.4 | 33.80 |
1986 | 694 | 29 | 19 | 10 | 42.5 | 28.1 | 14.5 | 5.67 | 157.4 | 34.34 |
1987 | 708 | 30 | 19 | 11 | 42.5 | 26.7 | 15.7 | 5.68 | 148.7 | 35.64 |
1988 | 723 | 31 | 19 | 11 | 42.5 | 26.6 | 15.8 | 5.72 | 148.4 | 35.75 |
1989 | 740 | 31 | 14 | 17 | 42.3 | 19.1 | 23.3 | 5.76 | 144.4 | 44.55 |
1990 | 758 | 32 | 14 | 18 | 42.2 | 18.7 | 23.5 | 5.81 | 142.6 | 44.95 |
1991 | 773 | 32 | 14 | 18 | 41.8 | 18.4 | 23.3 | 5.84 | 140.8 | 44.99 |
1992 | 784 | 33 | 14 | 19 | 41.6 | 17.5 | 24.1 | 5.87 | 134.2 | 46.28 |
1993 | 795 | 33 | 13 | 20 | 41.2 | 16.8 | 24.4 | 5.88 | 128.5 | 47.25 |
1994 | 807 | 33 | 13 | 20 | 40.9 | 16.1 | 24.8 | 5.91 | 123.6 | 48.25 |
1995 | 819 | 33 | 13 | 20 | 40.6 | 16.3 | 24.3 | 5.94 | 123.5 | 48.02 |
1996 | 831 | 34 | 13 | 20 | 40.2 | 15.8 | 24.4 | 5.94 | 118.7 | 48.82 |
1997 | 843 | 34 | 13 | 21 | 39.9 | 15.4 | 24.5 | 5.96 | 114.2 | 49.52 |
1998 | 855 | 34 | 13 | 21 | 39.6 | 15.7 | 23.9 | 5.96 | 115.1 | 49.12 |
1999 | 867 | 34 | 16 | 19 | 39.4 | 18.0 | 21.4 | 5.97 | 118.0 | 45.70 |
2000 | 878 | 35 | 9 | 26 | 39.1 | 10.2 | 28.9 | 5.98 | 77.0 | 58.57 |
2001 | 893 | 35 | 9 | 26 | 39.1 | 9.9 | 29.2 | 6.01 | 73.3 | 59.36 |
2002 | 910 | 36 | 9 | 27 | 39.0 | 9.6 | 29.4 | 6.02 | 69.7 | 60.15 |
2003 | 927 | 36 | 9 | 27 | 38.3 | 9.3 | 29.0 | 5.95 | 66.5 | 60.87 |
2004 | 946 | 36 | 9 | 27 | 37.6 | 9.1 | 28.5 | 5.85 | 63.1 | 61.63 |
2005 | 969 | 35 | 9 | 27 | 36.5 | 8.8 | 27.7 | 5.71 | 59.8 | 62.33 |
2006 | 995 | 35 | 8 | 27 | 35.4 | 8.5 | 26.9 | 5.56 | 56.7 | 63.07 |
2007 | 1 019 | 35 | 8 | 26 | 34.2 | 8.3 | 25.9 | 5.40 | 53.9 | 63.72 |
2008 | 1 043 | 35 | 8 | 26 | 33.2 | 8.1 | 25.1 | 5.23 | 51.4 | 64.33 |
2009 | 1 066 | 35 | 9 | 26 | 32.3 | 8.0 | 24.3 | 5.04 | 49.2 | 64.85 |
2010 | 1 088 | 34 | 9 | 26 | 31.4 | 8.0 | 23.4 | 4.85 | 47.3 | 65.30 |
2011 | 1 113 | 34 | 9 | 25 | 30.7 | 7.9 | 22.8 | 4.66 | 45.7 | 65.70 |
2012 | 1 138 | 34 | 9 | 25 | 29.8 | 7.7 | 22.1 | 4.44 | 44.1 | 66.08 |
2013 | 1 162 | 34 | 9 | 25 | 29.1 | 7.6 | 21.5 | 4.27 | 42.6 | 66.44 |
2014 | 1 185 | 34 | 9 | 25 | 28.4 | 7.6 | 20.9 | 4.09 | 41.2 | 66.79 |
2015 | 1 206 | 33 | 9 | 24 | 27.7 | 7.5 | 20.2 | 3.90 | 39.8 | 67.14 |
2016 | 1 225 | 33 | 9 | 24 | 27.0 | 7.3 | 19.7 | 3.74 | 38.5 | 67.45 |
2017 | 1 243 | 33 | 9 | 24 | 26.5 | 7.2 | 19.3 | 3.60 | 37.3 | 67.75 |
2018 | 1 262 | 33 | 9 | 24 | 25.9 | 7.0 | 18.9 | 3.45 | 36.2 | 68.02 |
2019 | 1 280 | 33 | 9 | 24 | 25.5 | 6.9 | 18.6 | 3.34 | 35.2 | 68.27 |
2020 | 1 300 | 33 | 9 | 24 | 25.3 | 6.8 | 18.4 | 3.25 | 34.2 | 68.48 |
2021 | 1 321 | 33 | 10 | 23 | 24.9 | 7.2 | 17.7 | 3.15 | 33.4 | 67.74 |
შობადობა
რედაქტირებაერთ ქალზე შობადობის ჯამური კოეფიციენტი და შობადობის მაჩვენებელი :[2]
წელი | შობადობის დონე (ჯამი) | შობადობის ჯამური კოეფიციენტი (ჯამი) | შდ (ურბანული) | შჯკ (ურბანული) | შდ (სასოფლო) | შჯკ (სასოფლო) |
---|---|---|---|---|---|---|
2003 | 52.1 | 7.8 | 50.5 | 7.4 | ||
2009–2010 | 33.2 | 5.7 (5.1) | 33.1 | 4.9 (4.2) | 33.2 | 6.0 (5.4) |
2016 | 26.8 | 4.2 (3.5) | 28.4 | 3.5 (3.0) | 26.2 | 4.6 (3.8) |
ასაკობრივი ჯგუფები
რედაქტირებამოსახლეობის რაოდენობა ასაკობრივი ჯგუფები 2015 წლის 11 ივლისის აღწერის მიხედვით.[3]
ასაკობრივი ჯგუფი | კაცი | ქალი | ჯამი | % |
---|---|---|---|---|
ჯამი | 601 112 | 582 531 | 1 183 643 | 100 |
0-4 | 77 896 | 72 410 | 150 306 | 12.70 |
5-9 | 80 377 | 75 705 | 156 082 | 13.19 |
10-14 | 80 721 | 75 548 | 156 269 | 13.20 |
15-19 | 69 839 | 67 033 | 136 872 | 11.56 |
20-24 | 52 759 | 54 244 | 107 003 | 9.04 |
25-29 | 45 486 | 47 464 | 92 950 | 7.85 |
30-34 | 35 934 | 36 461 | 72 395 | 6.12 |
35-39 | 24 245 | 24 645 | 48 890 | 4.13 |
40-44 | 29 097 | 26 779 | 55 876 | 4.72 |
45-49 | 25 044 | 22 274 | 47 318 | 4.00 |
50-54 | 18 661 | 16 776 | 35 437 | 2.99 |
55-59 | 14 436 | 12 867 | 27 303 | 2.31 |
60-64 | 13 864 | 14 516 | 28 380 | 2.40 |
65-69 | 14 611 | 16 427 | 31 038 | 2.62 |
70-74 | 8 949 | 9 204 | 18 153 | 1.53 |
75-79 | 4 862 | 5 009 | 9 961 | 0.84 |
80-84 | 2 399 | 2 798 | 5 197 | 0.44 |
85+ | 1 932 | 2 281 | 4 213 | 0.36 |
ასაკობრივი ჯგუფი | კაცი | ქალი | ჯამი | % |
---|---|---|---|---|
0-14 | 238 994 | 223 663 | 462 657 | 39.09 |
15-64 | 329 365 | 323 059 | 652 334 | 55.11 |
65+ | 32 753 | 35 809 | 68 562 | 5.79 |
მედიანური ასაკი
რედაქტირება2015 წელს აღმოსავლეთ ტიმორის მოსახლეობის მედანური ასაკი 19.6 წელი იყო. სასოფლო ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა უფრო ახალგაზრდაა (19 წელი) ვიდრე ურბანულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა (20.6 წელი). მედიანური ასაკის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (17.3 წელი) აინარუს ოლქს აქვს, ხოლო ყველაზე მაღალი (21.2 წელი) ― დილის ოლქს.[4]
დემოგრაფიული მონაცემები
რედაქტირებაცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მსოფლიოს ფაქტების წიგნის მიხედვით 2017 წელს აღმოსავლეთ ტიმორის მოსახლეობა 1 242 000 ადამიანს შეადგენს.[5] შობადობის მაჩვენებელი 1000 ადამიანზე 33.4-ს უდრის, ხოლო მოკვდაობის მაჩვენებელი 5.9-ის ტოლია. 2017 წელს მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელი მიახლოებით 2.36%-ს უდრის. მიგრაციის სალდო -3.9-ს უდრის. ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 35.1-ის ტოლია.
2017 წლის მონაცემებით, მთელი მოსახლეობისთვის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 68.4 წელს უდრის: მამაკაცებისთვის 66.8 წელი, ხოლო ქალებისთვის ― 70.1 წელი. 2017 წელს დაბადებულთა რაოდენობა ერთ ქალზე 4.97-ს უდრიდა.
ეთნიკური ჯგუფები
რედაქტირებააღმოსავლეთ ტიმორის მოსახლეობას ავსტრონეზიელი ხალხები, პაპუასები და მცირე რაოდენობით ჩინელები და ევროპელები (მეტწილად პორტუგალიელების შთამომავლები) წარმოადგენენ.
რელიგია
რედაქტირება2015 წლის მონაცემებით მოსახლეობის 97.6%-ს რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევრები შეადგენენ, 2%-ს ― ევანგელისტები, 0.2%-ს ― ისლამის მიმდევრები, ხოლო დარჩენილი 0.2% სხვა აღმსარებლობის მიმდევრები არიან.
ენები
რედაქტირებაოფიციალური ენების სტატუსი ტეტუმსა და პორტუგალიურს აქვთ. ინდონეზიური და ინგლისური ენა კონსტიტუციურად განსაზღვრულია როგორც „სამუშო ენები“. გარდა ტეტუმისა, აღმოსავლეთ ტიმორში ეროვნულ ენებად 15 ადგილობრივი ენაცაა აღიარებული. მოსახლეობის შედარებით დიდი წილი გალოლზე, მამბაესა და ქემაქზე საუბრობს. ტეტუმზე ნაწილობრივ გავლენა იქონია ევროპულმა ენება, განსაკუთრებით პორტუგალიურმა ენამ.
წერა-კითხვის დონე
რედაქტირება2015 წლის მონაცემებით 15 წელს გადაცილებული მოსახლეობის 67.5%-მა იცის წერა-კითხვა. აღნიშნული მაჩვენებელი განსხვავდება სქესის მიხედვით: მამაკაცებისთვის 71.5%-ს უტოლდება, ხოლო ქალებისთვის ― 63.4%-ს.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აღმოსავლეთ ტიმორში წერა-კითხვის დონე მამაკაცებისთვის 46%-ს, ხოლო ქალებისთვის 55%-ს უდრიდა. მოსახლეობის თითქმის 18%-ს ჰქონდა უმაღლესი განათლება, ხოლო მათგან 1.4%-ს აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული უმაღლესი განათლება. თითქმის ყველა მათგანი ურბანულ ტერიტორიებზე სახლობდა, მეტწილად დილში. განათლების სერვისების გაუმჯობესებას ხელს უშლის განათლებული და კვალიფიციური პედაგოგების ნაკლებობა. შობადობის მაღალი კოეფიციენტი მთავრობას საგანმანათლებლო ბიუჯეტის გაზრდას აიძულებს. ქვეყანას საგანმანათლებლო სისტემის გამართვაში, პედაგოგთა მომზადებასა და სკოლების რეაბილიტაციაში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია უჭერს მხარს.
განათლება
რედაქტირება2010 წელს აღმოსავლეთ ტიმორელთა ზრდასრული მოსახლეობის 58.3%-ს შეეზლო წერა-კითხვა. აღნიშნული მაჩვენებელი 2001 წელს 37.6%-ს უდრიდა.[6] პორტუგალიელთა მმართველობის დასასრულს წერა-კითხვის დონის მაჩვენებელი მხოლოდ 5%-ს შეადგენდა.[7] 2021 წლისთვის ზრდასრულდა 68%-მა იცის წერა-კითხვა, ხოლო 15-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში მოსახლეობის 84%-მა.[8]:27 სკოლაში უფრო მეტი გოგონა სწავლობს, ვიდრე ბიჭი. დაწყებითი სკოლები მთელი ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს, თუმცა სასწავლო მასალისა და მასწავლებელთა მომზადების ხარისხი არც თუ ისე მაღალია.[8]:25 საშუალო სკოლების რაოდენობა შეზღუდულია და მეტწილად მუნიციპალურ დედაქალაქებში მდებარეობს. განათლებაზე სახელმწიფო ბიუჯეტის 10% მოდის.[8]:27
2016 წლისთვის 15-49 წლის ასაკობრივი ჯგუფის ქალთა 22%ს და ამავე ჯგუფის მამაკაცთა 19%-ს არ ჰქონდა განათლება მიღებული. ქალთა 15%-ს და მამაკაცთა 18%-ს დაწყებითი, ხოლო ქალთა 52%-ს და მამაკაცთა 51%-ს საშუალო, ქალების 11%-ს და მამაკაცთა 12%-ს უმაღლესი განათლება ჰქონდა მიღებული. წერა-კითხვის ცოდნის დონე ქალებისთვის 75%-ს, ხოლო მამაკაცებისთვის 82%-ს უდრიდა.[9]:2
ქვეყნის მთავარი უნივერსიტეტი აღმოსავლეთ ტიმორის ეროვნული უნივერსიტეტია. ფუნქციონირებს ოთხი კოლეჯი.[10]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ United Nations Department of Economic and Social Affairs Population Division (2022). "World Population Prospects 2022 Demographic indicators by region, subregion and country, annually for 1950-2100" (XLS (91MB)). United Nations Population Division. 27 (Online ed.). New York: United Nations Department of Economic and Social Affairs, Population Division. rows 8789:8860, cols M,X,AE,S,AH,S,AA,AV,AI. Archived from the original on 2022-08-09.
- ↑ MEASURE DHS: Demographic and Health Surveys.
- ↑ Population by Age & Sex. Statistics Timor-Leste. ციტირების თარიღი: 29 January 2020
- ↑ 2015 Timor-Leste Population and Housing Census – Data Sheet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-07-09. ციტირების თარიღი: 2022-11-12.
- ↑ East & Southeast Asia :: TIMOR-LESTE. CIA The World Factbook.
- ↑ National adult literacy rates (15+), youth literacy rates (15–24) and elderly literacy rates (65+). UNESCO Institute for Statistics.
- ↑ Roslyn Appleby (30 August 2010). ELT, Gender and International Development: Myths of Progress in a Neocolonial World. Multilingual Matters, გვ. 92. ISBN 978-1-84769-303-7.
- ↑ 8.0 8.1 8.2 Timor-Leste Country Report 2022. Bertelsmann Stiftung (2022). ციტირების თარიღი: 2 May 2022
- ↑ Timor-Leste 2016 Demographic and Health Survey Key Findings. General Directorate of Statistics (2018). ციტირების თარიღი: 30 May 2022
- ↑ Robinson, Geoffrey (2010). If You Leave Us Here, We Will Die: How Genocide Was Stopped in East Timor. Princeton: Princeton University Press, გვ. 72.