მთავარი მენიუს გახსნა

ციყვი (ლათ. Sciurus) — ძუძუმწოვარ ცხოველთა გვარი ციყვისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძეა 20-32 სმ, წონა — 180-1000 . აქვთ ხშირი, რბილი (ზოგიერთს) ბეწვი. საკუთარი გვარის — Sciurus-ის გარდა, ციყვებს უწოდებენ აგრეთვე ციყვისებრთა ოჯახის მთელ რიგ წარმომადგენლებს წითელი ციყვების, პალმის ციყვების და სხვა მრავალი გვარიდან. რაც შეეხება საკუთარ გვარს — Sciurus-ს, იგი აერთიანებს 29 სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ ამერიკასა და აზიის ზომიერ სარტყელში, ძირითადად ტყეებში.[1] საქართველოში აკლიმატიზებულია ჩვეულებრივი ციყვის (ლათ. Sciurus vulgaris) ორი ქვესახეობა: ალთაური ციყვი (ლათ. Sciurus vulgaris altaicus) და ტელეუტური ციყვი (ლათ. Sciurus vulgaris exalbidus). ამიერკავკასიური ციყვი (ლათ. Sciurus anomalus) საქართველოში გავრცელებულია ყველგან. სარეწაო მნიშვნელობა არ აქვს.

ციყვი
Eastern Gray Squirrel 800.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
კლასი:  ძუძუმწოვრები
ოჯახი:  ციყვისებრნი
გვარი:  ციყვი
ლათინური სახელი
Sciurus

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Thorington, R.W., Jr.; Hoffman, R.S. (2005). "Genus Sciurus". In Wilson, D.E.; Reeder, D.M. Mammal Species of the World: A Taxonomic and Geographic Reference (3rd ed.). Johns Hopkins University Press. pp. 758–765.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ციყვი&oldid=3368406“-დან