დიდი ქვეყანა (ინგლ. The Big Country) — უილიამ უაილერის 1958 წლის ვესტერნის ჟანრის ფილმი, რომელიც გადაღებულია ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ბერლ აივზმა მიიღო ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში.

დიდი ქვეყანა
ჟანრი ვესტერნი
დამდგმელი რეჟისორი უილიამ უაილერი
პროდიუსერი გრეგორი პეკი, უილიამ უაილერი
სცენარის ავტორი რობერტ უაილდერი
ნაწარმოები დიდი ქვეყანა
— დონალდ ჰემილტონი
როლებში გრეგორი პეკი, ჯინ სიმონსი
კომპოზიტორი ჯერომ მოროსი
ოპერატორი ფრანც პლეინერი
მონტაჟი რობერტ ფლეჩერი, ჯონ ფაურე, რობერტ სვინკი
დისტრიბუტორი United Artists
გამოსვლის თარიღი 1 ოქტომბერი, 1958
ხანგრძლივობა 165 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
შემოსავალი $4 მლნ

სიუჟეტირედაქტირება

მოქმედება ვითარდება აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთში, XIX საუკუნეში. გაშლილ ველსა და კანონიონებით დაფარულ დიდ ტერიტორიაზე მდებარეობს ორი დასახლება. ერთი ეკუთვნის მაიორ ჰენრი ტერილს, მეორე კი გლეხ რუფუს ჰენესის. ტერილიცა ჰენესიც საკუთარი ნახირისთვის ერთსა და იმავე მდინარეს იყენებს, რაც მათ შორის მტრობის საბაბია. ჰენრი ტერილი მდიდარია, მას ბევრი დაქირავებული და დიდი ნახირი ჰყავს. რუფუს ჰენესის კი ლოთი ვაჟებისა და დიდი სანათესაოს მეტი არაფერი გააჩნია. ერთ დღეს ქვეყანაში გამოჩნდება ჯეიმზ მაკ-კი, გემის კაპიტანი, რომელიც ჰენრი ტერილის ქალიშვილზეა დანიშნული. ჩამოსვლის დღეს ჯეიმზზ ძმები ჰენესები ლასოებით შეიპყრობენ და საცოლის თვალწინ დაამცირებენ. მაიორი ტერილი გადაწყვეტს ჰენესები დასაჯოს, ჯეიმზი კი ამის წინააღმდეგია და ამტკიცებს, რომ არაფერი მომხდარა. ჯეიმზი ადგილობრივებს არ მოსწონთ, რადგან ის მშიშარად მიაჩნიათ და უარს ამბობს დაუმორჩილებელ ცხენზე შეჯდომაზე. მაკ-კი გადაწყეტს, ბოლო მოუღოს მხარეში არსებულ მტრობას ორ გვარს შორის. ის სხვებისგან საიდუმლოდ შეეჩვევა ჯიუტ ცხენზე ჯირითს. რუფუს ჰენესი მაიორი ტერილის წვეულებაზე მოულოდნელად გამოცხადდება და ულტიმატუმს წაუყენებს. ტერილის უფროსი მოჯამაგირე სტივი ცდილობს აკოცოს პატრისიას, ჯეიმზი კი ამასობაში ურთიერთობამს გააბამს ჯული მარაგონთან, რომელსაც ეკუთვნის ტერილებსა და ჰენესებს შორის სადავო წყლით მდიდარი მიწები. ტერილებთან დაბრუნებული ჯეიმზს სტივი ჩხუბში იწვევს, მაგრამ ჯეიმზი უარს ამბობს, რაც პატრისიას იმედგაცრუებას იწვევს. პატრისია რამონისგან გაიგებს, რომ ჯეიმზმა ურჩი ცხენი გახედნა. პატრისია კი ჯულის დაადანაშაულებს ჯეიმზის სიყვარულში. ჯულის ბაკ ჰენესი გაიტაცებს. მის გამო ჯეიმზს დუელი აქვს ბაკ ჰენესისთან. ბაკი ნიშანზე ადრე გაისვრის და ააცილებს. ჯეიმზი კი დაინდობს შეშინებულ ჰენესის და არ ესვრის მას. როდესაც ჰენესი ცდილობს, ქურდულად ესროლოს ჯეიმზს, მას მამა, რუფუს ჰენესი ესვრის და მოკლავს.

როლებშირედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება