კლარკ გეიბლი
უილიამ კლარკ გეიბლი (ინგლ. Clark Gable; დ. 1 თებერვალი, 1901 — გ. 16 ნოემბერი, 1960) — ამერიკელი კინომსახიობი და უდიდესი კინოვარსკვლავი ხმოვანი კინოს ადრეულ ეპოქაში.
კლარკ გეიბლი | |
---|---|
კლარკ გეიბლი | |
დაბადების სახელი | უილიამ კლარკ გეიბლი |
დაბადების თარიღი |
1 თებერვალი, 1901 კადისი, ოჰაიო, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
16 ნოემბერი, 1960 ლოს-ანჟელესი, კალიფორნია, აშშ |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1923–1960 |
ოსკარი | 1934 — ეს მოხდა ერთხელ ღამით |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა კადიზში, ოჰაიო, მშობლების — უილიამ გეიბლი და ადელინ ჰეშელმანის ოჯახში. გეიბლს გერმანელი წინაპრები ჰყავდა მშობლების ორივე შტოდან. ექვსი თვის ასაკში ფანატურად მორწმუნე კათოლიკე დედამ ის რომაელ კათოლიკეთ მოანათლინა. გეიბლს დედა 10 თვის ასაკში გარდაეცვალა, სავარაუდოდ ტვინის კიბოს დაავადების შედეგად.
მამამისი ხელახლა დაქორწინდა და ახალი ოჯახი ოჰაიოს მეზობელ ქალაქ ჰოუდეილში დასახლდა სადაც კლარკი სკოლაში დადიოდა. გვიანდელი სიყმაწვილის დროს, ოჯახი რავენაში გადასახლდა, აკრონთან ახლოს, სადაც კლარკს შეგუება საკმაოდ გაუჭირდა და მალევე სკოლა მიატოვა აკრონის საბურავების ქარხანაში სამუშაოდ. ერთი თეატრალური დადგმის ნახვის შემდეგ ის ამ პროფესიით ისე მოიხიბლა, რომ მიზნად დაისახა მსახიობი გამხდარიყო თუმცა ამ მიზნის განხორციელებას მხოლოდ ოცდაერთი წლის ასაკიდან ახერხებს, როცა მამამისის მემკვიდრეობით მიღებული ფულით შესაძლებლობა მიეცა ქარხანაში სამსახურისთვის თავი დაენებებინა. ამ დროს ის იწყებს ტურებს მეორე ხარისხის თეატრალურ დასებთან და მოიარა მთელი შუა-დასავლეთი, პორტლანდი და ორეგონი. აქ მან ჰალსტუხების გამყიდველის სამსახური იშოვა და დარჩენა გადაწყვიტა. ორეგონში ყოფნის დროს ის ხვდება კარგად ცნობილი მსახიობი ლორა ჰოუპ კრიუს შვილიშვილს, რომელიც მას აქეზებს სცენაზე დაბრუნებას სხვა თეატრალურ კომპანიაში. აქ მას მსახიობობას ჯოზეფინ დილონი ასწავლიდა, რომელმაც მას „კბილი გაულესა“ და საბოლოოდ მოამზადა კინოში ეცადა ბედი.
ფილმოგრაფია
რედაქტირებამოცემული ფილმოგრაფია არ არის სრული. გთხოვთ დაგვეხმაროთ მის შევსებაში. |
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1931 | ფ | თავისუფალი სული | A Free Soul | ეის უილფონგი |
1934 | ფ | ეს მოხდა ღამით | It Happened One Nigh | პიტერ ვერნი |
1935 | ფ | აჯანყება ბაუნტიზე | Mutiny on the Bounty | ლეიტენანტი ფლეტჩერ კრისტიანი |
1936 | ფ | სან-ფრანცისკო | San Francisco | ბლეკი ნორტონი |
1938 | ფ | ტესტ პილოტი | Test Pilot | ჯიმ ლეინი |
1939 | ფ | ქარწაღებულნი | Gone with the Wind | რეთ ბატლერი |
1953 | ფ | მოგამბო | Mogambo | ვიქტორ მარსველი |
1960 | ფ | ეს დაიწყო ნეაპოლში | It Started in Naples | მაიკლ ჰამილტონი |
1961 | ფ | დაუმორჩილებლები | The Misfits | ჯეილორდ ლენგდომი |