ანა მანიანი
ანა მანიანი (იტალ. Anna Magnani; დ. 7 მარტი, 1908, ალექსანდრია, ეგვიპტე — გ. 26 სექტემბერი, 1973, რომი) — იტალიელი მსახიობი. სწავლობდა რომის სადეკლამაციო სკოლაში. 1926 წლიდან გამოდიოდა დრამატული თეატრის რევიუში, ესტრადაზე. მისი დებიუტი კინოში შედგა 1934 წელს. დიდი წარმატება მოუტანა მთავარმა როლმა ფილმში „ტერეზა-პარასკევა“ (1941). მანიანი ნეორეალიზმის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. მონაწილეობდა ფილმებში: „რომი — ღია ქალაქი“ (1945); „დეპუტატი ანჯელინა“ (1947), „ოცნებები გზებზე“ (1948); „ყველაზე ლამაზი“ (1951) და სხვა. ნეორეალიზმის კრიზისის წლებში მოღვაწეობდა ჰოლივუდში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ითამაშა ფილმებში „მონაზონი ლეტიცია“ (1957), „ჯოჯოხეთი შუა ქალაქში“ (1959). მანიანის ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარია მთავარი როლი მწვავე სოციალურ ფილმში „მამა რომა“ (1962). 1960-იან წლებში დაუბრუნდა დრამატულ თეატრს. მთავარი როლი ითამაშა სპექტაკლ „ძუ მგელში“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 409.