ჟან-პოლ ბელმონდო
ჟან-პოლ ბელმონდო (ფრანგ. Jean-Paul Belmondo [ʒɑ̃.pɔl.bɛl.mɔ̃'do]; დ. 9 აპრილი, 1933, ნეიი-სიურ-სენი, ო-დე-სენა, ილ-დე-ფრანსი, საფრანგეთი — გ. 6 სექტემბერი, 2021, პარიზი, საფრანგეთი) — ფრანგი მსახიობი. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფილმით „პროფესიონალი“. 1989 წელს გახდა საფრანგეთის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს — სეზარის გამარჯვებული, მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში „ბედით განებრივებული“.
ჟან-პოლ ბელმონდო | |
---|---|
დაბადების სახელი | Jean-Paul Charles Belmondo |
დაბადების თარიღი |
9 აპრილი, 1933 ნეიი-სიურ-სენი, საფრანგეთი |
გარდაცვალების თარიღი |
6 სექტემბერი, 2021 (88 წლის) პარიზი, საფრანგეთი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1957-2008 |
სეზარი |
საუკეთესო მსახიობი კაცი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჟან-პოლ ბელმონდო დაიბადა 1933 წლის 9 აპრილს საფრანგეთში, სენის დეპარტამენტის ნეისიურ-სენში ცნობილი პარიზელი მოქანდაკის პოლ ბელმონდოს ოჯახში. 20 წლის ასაკში ჩააბარა დრამატული ხელოვნების უმაღლეს ეროვნულ კონსერვატორიაში, რომლის დამთავრების შემდეგაც დაიწყო სცენაზე პროფესიული კარიერა.
ბელმონდო 1986 წლამდე კომერციული თვალსაზრისით ერთ-ერთი წარმატებული მსახიობი იყო. მან, ალენ დელონის მსგავსად, თავისი ფილმების შესაქმნელად ჩამოაყალიბა საკუთარი კომპანია „Cerito“ (ეს მისი ბებიის ქალიშვილობის გვარია).
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1960 | ფ | ჩოჩარა | La Ciociara | მიშელ დე ლიბერო |
1960 | ფ | უკანასკნელ ამოსუნთქვაზე | À bout de souffle | მიშელ პოიკარი |
1960 | ფ | მოდერატო კანტაბილე | Moderato Cantabile | შოვინი |
1962 | ფ | კარტუში | Cartouche | ლუი დომინიკი („კარტუში“) |
1964 | ფ | კაცი რიოდან | L'Homme de Rio | ადრიან დიუფურკე |
1965 | ფ | გიჟი პიერო | Pierrot le Fou | პიერო |
1969 | ფ | მისისიპის ქალთევზა | La Sirène du Mississippi | ლუის მაე |
1970 | ფ | ბორსალინო | Borsalino | ფრანსუა კაპელა |
1973 | ფ | ბრწყინვალე | Le Magnifique | ფრანსუა მერლინ / ბობ სენ-კლერ |
1979 | ფ | ვინ ვინ არის | Flic ou voyou | ანტონიო ჩერუტი |
1981 | ფ | პროფესიონალი | le Professionnel | მაიორი ჟოსლენ ბომონი |
1989 | ფ | ბედით განებივრებული | Itinéraire d'un enfant gâté | სემ ლიონი |
1995 | ფ | საბრალონი | Les Misérables | ანრი ფორტინი / ჟან ვალჟანი |
1998 | ფ | ორიდან ერთი შანსი | Une chance sur deux | ლეო ბრასაკი |
2009 | ფ | კაცი და მისი ძაღლი | Un homme et son chien | ჩარლზი |