პიერო-შლეგი

(გადამისამართდა გვერდიდან გიჟი პიერო)
ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 13 სექტემბერი 2022. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

გიჟი პიერო (ფრანგ. Pierrot le Fou) — ჟან-ლუკ გოდარის 1965 წლის ფილმი. შემოსავლების მიხედვით ფილმი იყო მეთხუთმეტე ადგილზე იმ წლის ფრანგულ ფილმებს შორის.[1] ის იყო შერჩეული ოსკარის ნომინაციაზე საუკეთესო უცხოური ფილმისთვის საფრანგეთიდან წარსადგენად, თუმცა ნომინაცია ვერ მიიღო.

„გიჟი პიერო“
ჟანრი კრიმინალური თრილერი
დამდგმელი რეჟისორი ჟან-ლუკ გოდარი
პროდიუსერი ჟორჟ დე ბორეგარი
სცენარის ავტორი ჟან-ლუკ გოდარი
ნაწარმოები ლეონელ უაითის „შეპყრობილობა“
როლებში ჟან-პოლ ბელმონდო
ანა კარინა
მუსიკა ანტუან დუამელი
ოპერატორი პოლ კოტარი
მონტაჟი ფრანსუა კოლინი
სტუდია Films Georges de Beauregard
დისტრიბუტორი Société Nouvelle de Cinématographie (SNC
გამოსვლის თარიღი 15 ნოემბერი, 1965
ხანგრძლივობა 110 წუთი
ქვეყანა საფრანგეთი
ენა ფრანგული
ბიუჯეტი $300,000
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ორი შეყვარებული, ფერდინანდი (ჟან-პოლ ბელმონდო) და მისი შვილის ძიძა, მარიანა (ანა კარინა) ერთად გარბიან სანაპიროზე. ფერდინანდი ცოლს მიატოვებს, მარიანა კი მძარცველებისგან შექმნილ უსიამოვნებებს გაურბის. ისინი ზღვის ზღაპრულ სანაპიროზე ცხოვრობენ, თუმცა ურთიერთობა არ აეწყობათ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება