ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ანა კარინა (ფრანგ. Anna Karina; დაბადებით ჰანა კარინ ბეიერი; დ. 22 სექტემბერი, 1940, ფრედერიკსბერგი, დანია — გ. 14 დეკემბერი, 2019, პარიზი, საფრანგეთი) — დანიელ-ფრანგი ავანგარდისტი მსახიობი, რეჟისორი, მწერალი და მომღერალი. ფრანგული ახალი ტალღის რეჟისორის, ჟან-ლუკ გოდარის მუზა 1960-იან წლებში. მონაწილეობდა მის ფილმებში, მათ შორის „პატარა ჯარისკაცი“, „ქალი ქალია“, „ცხოვრება საკუთარი ცხოვრებით“, „გიჟი პიერო“ და სხვ.

ანა კარინა

ანა კარინა 1968 წელს
დაიბადაჰანა კარინ ბლერკ ბეიერი
22 სექტემბერი, 1940
ფრედერიკსბერგი, დანია
გარდაიცვალა14 დეკემბერი, 2019 (79 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი, მწერალი, ვოკალისტი
მეუღლე ჟან ლუკ გოდარი (1961-1965)

პიერ ფაბრე (1968-1974) დენიელ დიუვალი (1978-1981)

დენის ბერი (1982-დან კარინას სიკვდილამდე)

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

კარინა ჯერ კიდევ პატარა იყო, როცა გემის კაპიტანმა მამამისმა ის და დედამისი მიატოვა. 4 წლამდე მას ბებია და ბაბუა ზრდიდნენ, ხოლო შემდეგ კი ბავშვთა თავშესაფარს მიაბარეს. 9 წლის ასაკში ის დედას დაუბრუნდა. კარინა მალევე სახლიდან გაიქცა.

რამდენიმე წლის განმავლობაში იგი ცეკვას შეისწავლიდა და მოდის ჟურნალებისთვის მოდელად მუშაობდა. გამოჩნდა რამდენიმე დამოუკიდებელ ფილმშიც, მათ შორის არის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „გოგო და ფეხსაცმელები“ (1959; Pigin og skoene), რომელიც კანის კინოფესტივალზე წარადგინეს. იმავე წელს პარიზში გადავიდა, სადაც ფრანგული ახალი ტალღის რეჟისორს, ჟან-ლუკ გოდარს შეხვდა.

კინო-კარიერა

რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ კარინამ ფილმში „უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“ (1960) როლი ვერ მიიღო, ის მალევე გამოჩნდა „პატარა ჯარისკაცში“ (1960).

1961 წელს კარინა ჟან-ლუკ გოდარზე დაქორწინდა. მთლიანობაში მათ ერთად შვიდი ფილმი გადაიღეს.

მიუხედავად იმისა, რომ კარინას უმუშავია სხვა მნიშვნელოვან რეჟისორებთან, როგორებიც არიან ლუკინო ვისკონტი (1967; „უცხო“) რეინერ ვერნერ ფასბინდერი (1976; „ჩინური რულეტი“), ფართო საზოგადოებამ ის მაინც გოდართან მუშაობის გამო დაიმახსოვრა. [1]

1973 წელს მან თავისი სარეჟისორო დებიუტი, „ერთად ცხოვრება“ (Vivre ensemble, 1973) გამოუშვა, რომელშიც თავად იღებდა მონაწილეობას. ფილმის ჩვენება კანის კინოფესტივალის 26-ე დაჯილდოებაზე გაიმართა.[2] იგი ავტორია ფილმისა „ბოლო სიმღერა“ (1987), რომელშიც ერთ-ერთ როლს თავად ასრულებს. იმღერა ფილმებში „სიმართლე ჩარლის შესახებ“ (2002) და „შარადა“ (1963).

მუსიკალური და სამწერლო კარიერა

რედაქტირება

1960 გამოშვებულ სატელევიზიო კომედიურ მიუზიკლში, „ანა“ (1967) კარინა შვიდ სიმღერას ასრულებს სერჟ გენსბურთან და ჟან-კლოდ ბრიალისთან ერთად. კარინამ ჩაწერა ალბომი, სახელად „სიყვარულის ისტორია“, ფილიპ კატერინთან ერთად, რომელსაც საკონცერტო ტური მოჰყვა. 2005 წელს გამოუშვა „სიმღერები ფილმებიდან“, რომელიც მის მიერ სხვადასხვა ფილმებში შესრულებული სიმღერების კოლექციაა.[3]

კარინამ ოთხი რომანი დაწერა.[4]

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1961 „დღეს ან არასდროს“ Tonight Or Never ვალერი
1961 „ქალი ქალია“ Une femme est une femme ანჯელა რეკამიე
1961 „კლეო 5-დან 7-მდე“ Cléo de 5 à 7 საცოლე
1961 „მას წასვლა მოუწევს“ She'll Have To go ტონი
1962 „მზე შენს თვალებში“ Le Soleil dans l'oeil დაგმარი
1962 „ცხოვრება საკუთარი ცხოვრებით“ Vivre sa vie ნანა კლეინფრანკენჰეიმი
1962 „სამი იგავი სიყვარულზე“ Les Quatre Vérités კოლომბი
1962 „პატარა ჯარისკაცი“ Le petit soldat ვერონიკა დრეიერი
1963 „შეჰერეზადა“ Shéhérazade პიერ-გასპარ ჰუიტი
1963 „ტკბილი და მწარე“ Dragées au poivre) ჯინეტი
1963 „აუთსაიდერების ბანდა“ Bande à part ოდილი
1964 „სიყვარულის წრე“ La ronde როუზი
1964 „ყველაფერი სიყვარულის შესახებ“ De l'amour ჰელენი
1964 „ტიბიდაბოს ქურდი“ Le voleur de Tibidabo მარია
1964 „ალფავილი“ Alphaville: une étrange aventure de Lemmy Caution ნატაშა ფონ ბრაუნი
1965 „ბანაკის მიმდევრები“ The Camp Followers ელენიცა კარაბორისი
1965 „Un mari à un prix fixe“ Un mari à un prix fixe ბეატრის რეინჰოფი
1965 „გიჟი პიერო“ Pierrot le Fou მერიენ რენუარი
1966 „მონაზონი“ La Religieuse სუზან სიმონინი
1966 „შექმნილია აშშ-ში“ Made in USA ჟან-ლუკ გოდარი
1966 „ანა“ Anna ანა
1966 „Zärtliche Haie“ Zärtliche Haie ელენა/კოსტა
1967 „ყველაზე ძველი პროფესია“ Le Plus Vieux Métier du monde ნატაშა/ელეანორ რომეოვიჩი, დიასახლისი 703
1967 „ლამიელი“ Lamiel ლამიელი
1967 „უცხო“ Lo straniero მარი კარდონა
1968 „ჯადოქარი“ The Magus ანე
1968 „სანამ ზამთარი მოვა“ Before Winter Comes მარია
1968 „სიცილი ბნელში“ Laughter in the Dark მარგო
1969 „Justine“ Justine მელისა
1970 „სიკვდილის დრო“ Le Temps de mourir უსახელო ქალი
1970 „საქორწინო ბეჭედი“ L'Alliance ჯეანი
1971 „კარლოსი“ Carlos კლარა
1972 „ზალცბურგის კავშირი“ The Salzburg Connection ანა ბრაიანტი
1973 „ერთად ცხოვრება“ Vivre ensemble ჯული ანდერსონი
1974 „პური და შოკოლადი“ Pane e cioccolata ელენა
1976 „ერბოკვერცხი“ Les Œufs brouillés კლარა დუტილეუ
1976 „ჩინური რულეტი“ Chinesisches Roulette ინერ კარტისი
1978 „როგორც სახლში“ Olyan mint otthon ანა
1979 „დედის ისტორია“ Historien om en moder კრისტინ ოლსენი
1980 „შარლოტა, უთხარი დედაშენს, რომ მიყვარს“ Charlotte, Tell Your Mother that I Love Her სტეფანი
1983 „ვინსენტის მეგობარი“ Vincent's Friend ელეანორი
1985 „განძის კუნძული“ L'île au trésor დედა
1987 „ბოლო სიმღერა“ Last Song სუზანი
1990 „კაცი, რომელსაც დამნაშავედ ყოფნა უნდოდა“ The Man Who Wanted to Be Guilty ედიტი
1996 „ქლოი“ Chloé კატია
2002 „სიმართლე ჩარლის შესახებ“ The Truth About Charlie კარინა
2003 „მე, სეზარი“ I, Cesar გლორია
2008 „ვიქტორია“ Victoria ვიქტორია

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანა_კარინა“-დან