ცხოვრება საკუთარი ცხოვრებით

ჟან-ლიუკ გოდარდის 1962 წლის ფილმი

ცხოვრება საკუთარი ცხოვრებით (ფრანგ. Vivre sa vie) — ჟან-ლიუკ გოდარის 1962 წლის დრამა, რომელშიც მთავარ როლს ანა კარინა ასრულებს.

კინოსურათი ახალგაზრდა პარიზელი ქალის, ნანას, შესახებ მოგვითხრობს, რომელიც შორდება ქმარს, თავს ანებებს სამსახურს და მეძავობას იწყებს. ფილმი თორმეტ მონაკვეთადაა დაყოფილი.

„ცხოვრება საკუთარი ცხოვრებით“ გამოსვლის წელს შემოსავლის მიხედვით მეოთხე ყველაზე წარმატებული ფრანგული ფილმი იყო. ვენეციის კინოფესტივალზე კინოსურათმა ჟიურის გრან პრი მოიპოვა.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Venice Film Festival 1962. ციტირების თარიღი: 28-03-2021