ჟან-ლიუკ გოდარი
ჟან-ლიუკ გოდარი (ფრანგ. Jean-Luc Godard [ʒɑ̃lyk gɔˈdaʀ]; დ. 3 დეკემბერი, 1930, პარიზი — გ. 13 სექტემბერი, 2022, პარიზი, საფრანგეთი) — ფრანგი და შვეიცარიელი კინორეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი და პროდიუსერი; მიიჩნევა „ფრანგული ახალი ტალღის“ (Nouvelle Vague) ერთ-ერთ დამფუძნებლად.
ჟან-ლიუკ გოდარი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
3 დეკემბერი, 1930 პარიზი, საფრანგეთი |
გარდაცვალების თარიღი |
13 სექტემბერი, 2022 (91 წლის) პარიზი, საფრანგეთი |
საქმიანობა | კინოკრიტიკოსი, მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, ოპერატორი, მემონტაჟე, პროდიუსერი |
აქტიური | 1950–2022 |
ოსკარი | საპატიო ოსკარი (2010) |
ხელმოწერა |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა პარიზში, ფრანგი-შვეიცარიელი მშობლების ოჯახში. სწავლობდა შვეიცარიის ქალაქ ნიონში, რომერის ლიცეუმში, შემდეგ კი სორბონში, ეთნოგრაფიას.
1950 წლიდან დაიწყო მოღვაწეობა კინოში. სორბონში გოდარი დაუახლოვდა ახალგაზრდა კინორეჟისორთა და თეორეტიკოსთა ჯგუფს, რომლებთან ერთადადც ჩაუაყარა საფუძველი „ახალ ტალღას“. ორსონ უელსის „ეშმაკის მიერ ხელდასმულის“ გავლენით, გოდარმა გადაიღო მისი პირველი, მთავარი სრულმეტრაჟიანი ფილმი „უკანასკნელ ამოსუნთქვაზე“ (1960), ჟან-პოლ ბელმონდოსა და ჯინ სებერგის მონაწილეობით. ფილმმა ნათლად გამოხატა „ფრანგული ახალი ტალღის“ სტილი და გააერთიანა ციტატა პოპ-კულტურის რამდენიმე ელემენტიდან, განსაკუთრებულად ამერიკული კინო.
გოდარის ფილმები ჰოლივუდის კინემატოგრაფიაში დამკვიდრებული კლიშეების გამოწვევა იყო და მას ხშირად ახალი ტალღის კინორეჟისორთაგან ყველაზე რადიკალურად მიიჩნევდნენ. მისი ფილმები გამოხატავენ მის პოლიტიკურ იდეოლოგიას ისევე როგორც მის ცოდნას კინოს ისტორიისა. ასევე, მისი ფილმები ხშირად ეგზისტენციალიზმისა და მარქსისტული ფილოსოფიის ციტირებას ახდენს. მისმა რადიკალურმა შეხებამ კინოს ჩვეულ ფორმასთან, პოლიტიკამ და ფილოსოფიამ, ის აქცია „ფრანგული ახალი ტალღის“ ყველაზე გავლენიან კინორეჟისორად. ის ინსპირაცია იყო ისეთი სხვადასხვაგვარი რეჟისორებისა როგორებიც არიან კვენტინ ტარანტინო, მარტინ სკორსეზე, ბერნარდო ბერტოლუჩი, არტურ პენი, რიჩარდ ლინკლეიტერი, გრეგ არაკი, ჯონ ვუ, მაიკ ფიგისი, რობერტ ოლტმენი, სტივენ სოდერბერგი, რიჩარდ ლესტერი, ჯიმ ჯარმუში, რაინერ უერნერ ფასბინდერი, ბრაიან დე პალმა, ოლივერ სტოუნი და კენ ლოუჩი. 2002 წელს პუბლიკაცია „Sight and Sound“-ის ამომრჩეველთა ხმის მიცემით, ყველა დროის 10 საუკეთესო რეჟისორს შორის გოდარი რიგით მესამე ადგილით შეაფასეს.
გარდაიცვალა 2022 წლის 13 სექტემბერს 91 წლის ასაკში.[1]
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1960 — უკანასკნელ ამოსუნთქვამდე (À bout de souffle)
- 1961 — ქალი ქალია (Une femme est une femme)
- 1962 — ცხოვრება საკუთარი ცხოვრებით (Vivre sa vie)
- 1963 — პატარა ჯარისკაცი (Le Petit soldat)
- 1963 — კარაბინერები (Les Carabiniers)
- 1963 — ახალი სამყარო (Il Nuovo Mondo)
- 1963 — ზიზღი (Le Mépris)
- 1964 — აუთსაიდერების ბანდა (Bande à part)
- 1964 — გათხოვილი ქალი (Une femme mariée)
- 1965 — პიერო-შლეგი (Pierrot le fou)
- 1965 — ალფავილი (Alphaville)
- 1966 — გაკეთებულია აშშ-ში (Made in USA)
- 1967 — ორი ან სამი რამ, რაც მასზე ვიცი (2 ou 3 choses que je sais d'elle)
- 1967 — ჩინელი ქალი (La Chinoise)
- 1967 — უიკენდი (Week-end)
- 1968 — ერთი პლუს ერთი (One Plus One)
- 1972 — ყველაფერი რიგზეა (Tout Va Bien)
- 1980 — ყველა თავისთვის (Sauve qui peut (la vie))
- 1982 — ვნება (Passion)
- 1983 — სახელად კარმენი (Prénom Carmen)
- 1985 — დიდება მარიას (Je vous salue, Marie)
- 1987 — მეფე ლირი (King Lear)
- 1996 — მოცარტი სამუდამოდ (For Ever Mozart)
- 2001 — სიყვარულის დიდებაში (Eloge de l'amour)
- 2014 — მშვიდობით, ენავ (Adieu au Langage)
- 2018 — ფოტოსურათების წიგნი (Le Livre d'image)
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 201.