სერჟ გენსბური (ფრანგ. Serge Gainsbourg) (დ. 2 აპრილი, 1928 — გ. 2 მარტი, 1991) — ფრანგი მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, მწერალი, კინორეჟისორი და მსახიობი.

სერჟ გენსბური


ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 2 აპრილი, 1928(1928-04-02)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი პარიზი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი 2 მარტი, 1991(1991-03-02)[8] [2] [3] [4] [9] [6] [10] [11] [12] [7] (62 წლის)
გარდ. ადგილი პარიზი, საფრანგეთი
დასაფლავებულია მონპარნასის სასაფლაო
ეროვნება რუსი ებრაელები
ჟანრ(ებ)ი
ლეიბლ(ებ)ი (Universal Music Group)
საიტი universalmusic.fr/serge-gainsbourg/
სერჟ გენსბური ვიკისაწყობში

სიცოცხლის მანძილზე გენსბური ფრანგული პოპის მთავარ ფიგურად ითვლებოდა. იგი ცნობილი იყო პროვოკაციული და სკანდალური ნამუშევრებით, რაც საფრანგეთში საყოველთაო მითქმა-მოთქმასა და საზოგადოებრივი აზრის გაყოფას იწვევდა. გენსბური ჟანრობრივად მრავალფეროვანი შემოქმედებით გამოირჩეოდა, მისი მუსიკა მოიცავდა ჯაზს, შანსონს, yé-yé-ს, ისევე, როგორც როკს, ფანკს, რეგსა და ელექტრონიკას. მუდმივად ცვალებადი მუსიკალური სტილი და ინდივიდუალიზმი კონკრეტული კატეგორიისადმი მის მიკუთვნებას შეუძლებელს ხდიდა, თუმცა მისი მემკვიდრეობა დღემდე მტკიცედაა შენარჩუნებული და ხშირად მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოპ-მუსიკოსად მიიჩნევენ.

გენსბურის ლირიკებში ხშირად გვხვდება სიტყვათა თამაში, იუმორისტური, პროვოკაციული, სექსუალური, სატირული და სუბვერისული დეტალებით, აგრეთვე სოფისტიკური რიტმები, მონდეგრინი, ონომატოპეა, სპუნერიზმი, დისფემიზმი და კალამბური. გენსბურმა 550 მეტი სიმღერა დაწერა, რომელთა სხვადასხვა არტისტების მიერ ჩაწერილი მრავალი ქავერ-ვერსია არსებობს. 1991 წელს, გულის შეტევით გარდაცვალების შემდეგ, გენსბურის მუსიკამ საფრანგეთში ცნობადობის უმაღლეს საფეხურს მიაღწია. ინგლისურენოვან სამყაროში მან აღიარება გაერთიანებული სამეფოს და აშშ-ის ჩარტებში სიმღერების „Je t'aime... moi non plus“ და „Bonnie and Clyde“ მოხვედრით მოიპოვა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 RKDartists
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  6. 6.0 6.1 Nederlandse Top 40
  7. 7.0 7.1 Fichier des personnes décédées mirror
  8. Deutsche Nationalbibliothek Record #118957643 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  9. Find a Grave — 1996.
  10. Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  11. Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  12. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.