მონდეგრინი
მონდეგრინი (ინგლ. mondegreen) — არასწორად გაგებული სიტყვა ან ფრაზა, რომლის არასწორი აღქმა ეფუძნება სიტყვის, ფრაზისა და წინადადების ომოფონიას. ცნობილია, რომ არაფორმალური მეტყველების დროს, ისევე როგორც, ზოგადად, სიმღერის შესრულებისას, რთულდება მორფემებისა და სიტყვების სწორი „დაჭერა“, რაც იწვევს მსმენელის „ყურის“ დაძაბვას, დაბნევას და შესაბამისად, მსმენელი არასწორად აღიქვამს ამა თუ იმ სიტყვას, ფრაზას ან წინადადებას, რაც მონდეგრინის შექმნის საფუძველია. მონდეგრინი შეიძლება ეყრდნობოდეს მსმენელისათვის კარგად ცნობილი ლექსის ან სიმღერის ტექსტს. საინტერესოა, რომ ტერმინის „მონდეგრინი“ შექმნა უკავშირდება ამერიკელ მწერალ ქალს, სილვია რაიტს, რომელმაც ესეში „The Death of Lady Mondegreen“, აღწერა, თუ როგორ არასწორად მოესმა XVII საუკუნის შოტლანდიური ბალადის „The Bonny Earl O’Moray“ პირველი სტროფის ბოლო ხაზი ბავშვობისას და როგორ გაოცდა, როდესაც წლების შემდეგ აღმოაჩინა მისი სწორი ვარიანტი.
ლიტერატურა
რედაქტირება- მერი გიორგაძე, სიტყვათა თამაშის ფუნქცია, სემანტიკა, პრაგმატიკა და თარგმანი, თბ., 2014.