ეს სტატია კინოპრემიას ეხება. ჰაუბიცის შესახებ იხილეთ CAESAR (თვითმავალი ჰაუბიცა).

სეზარი (ფრანგ. César) — ფრანგული კინოპრემია. 1975 წელს ჟორჟ კრავენმა დააარსა კინოხელოვნებისა და ტექნიკის აკადემია, რომლის მიზანი იყო კინემატოგრაფიაში მოღვაწე გამოჩენილი პირების დაჯილდოება, რათა ამერიკულ ოსკარს ფრანგული ანალოგი გასჩენოდა. 1976 წლის 3 აპრილს გაიმართა სეზარის გადაცემის პირველ ცერემონიალი, რომელსაც ჟან გაბენი თავმჯდომარეობდა. სახელწოდება მომდინარეობს მოქანდაკე სეზარ ბალდაჩინისაგან. ეს უკანასკნელი ავტორია იმ ქანდაკებისა, რომელსაც გამარჯვებულებს გადასცემენ. სეზარის გადაცემის ცერემონიალი იმართება პარიზში, შატელეს თეატრში, თებერვლის თვეში.

სეზარი

ჯილდო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის
წარადგენს საფრანგეთის კინოს ხელოვნების და ტექნიკის აკადემია
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
პირველად გადაეცა 3 აპრილი, 1976

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება