ჟან გაბენი
ჟან გაბენი (ფრანგ. Jean Gabin, ნამდვილი სახელი და გვარი ჟან-ალექსის მონკორჟე ფრანგ. Jean-Alexis Moncorgé; (დ. 17 მაისი 1904, პარიზი, საფრანგეთი ― გ. 15 ნოემბერი 1976, ნიუ-სიურ-სენი, ილ-დე-ფრანსი, საფრანგეთი) — გამოჩენილი ფრანგი მსახიობი და ომის გმირი. დაიბადა პარიზში, საფრანგეთი; გაიზარდა სოფელ მერიელში სენ-ე-უაზის პრეფექტურაში (ამჟამინდელი ვალ-დ'უაზის დეპარტამენტი) პარიზიდან ჩრდილოეთით 35 კილომტერში. კაბარეს მსახობების შვილი, შავ მუშად მუშაობდა, თუმცა 19 წლის ასაკში შოუ ბიზნესში მოხვდა მცირე როლით ფოლი-ბერჟერის სპექტაკლში. ჯარში გაწვევამდე აგრძელებდა სხვადასხვა მეორეხარისხოვანი როლების შესრულებას.
ჟან გაბენი | |
---|---|
დაბადების სახელი | ჟან-ალექსის მონკორჟე |
დაბადების თარიღი |
17 მაისი 1904 პარიზი, საფრანგეთი |
გარდაცვალების თარიღი |
15 ნოემბერი, 1976 ნიუ-სიურ-სენი, საფრანგეთი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1924-1976 |
ბიოგრაფია
რედაქტირებასამხედრო ვალის მოხდის შემდეგ გაბენი ისევ გართობის ბიზნესში ბრუნდება. ამ დროს ირჩევს ფსევდონიმად „ჟან გაბენს“ პარიზის სამუსიკო ჰოლებში თუ ოპერეტებში შემოთავაზებული როლების შესრულებისას. შემდეგ ერთ-ერთ თეატრალურ დასთან ერთად სამხრეთ ამერიკაში ტურით მიმგზავრება, საფრანგეთში დაბრუნებისას კი სამსახურს მულენ-რუჟში პოულობს. მისი სამსახიობო ნიჭი ამ პერიოდში სულ უფრო შესამჩნევი ხდება და, შესაბამისად, უკეთესი როლებიც შესთავაზეს, რის შედეგადაც 1928 წელს ორ მუნჯ ფილმში იღებს მონაწილეობას. ორი წლის შემდეგ ის ადვილად ერთვება გახმოვანებულ კინემატოგრაფიაში როლით 1930 წლის პათე ფრერის ფილმში „Chacun sa Chance“ (თითოეულს თავისი შანსი).
მეორეხარისხოვანი როლებით გაბენი ოთხ წელიწადში 25-მდე ფილმში იღებს მონაწილეობას. თუმცა ნამდვილი წარმატება მოჰყვა მის შესრულებას ჟულიენ დიუვივიეს 1934 წლის ფილმში „მარია შაპდელენი“. 1935 წლის ფილმში „უცხოური ლეგიონი“ შესრულებული რომანტიკული გმირის როლით გაბენი ვარსკვლავის სახელს იხვეჭს. მომდევნო წელს, ისევ დიუვივიესთან ერთად, უაღრესად წარმატებულ ფილმში „პეპე ლე მოკო“ (1937) გაბენი საერთაშორისო აღიარებას ჰპოულობს. იმავე წელს გაბენი თამაშობს ჟან რენუარის ფილმში „La Grande Illusion“, რომელსაც კინოგაქირავებაში უდიდესი წარმატება და კრიტიკოსთა უმაღლესი შეფასება მოჰყვა, ნიუ-იორკშიც კი, სადაც ის არნახულად დიდ ხანს — ექვს თვეს გადიოდა კინოთეატრებში. ჰოლივუდიდან უამრავი შემოთავაზების მიუხედავად გაბენი მათ თავდაპირველად უარით ისტუმრებდა მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე. გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციის დროს ის ჟან რენუასა და ჟულიენ დიუვივიესთან ერთად ამერიკაში გამეგზავრა.
1939 წელს მეორე ცოლთან განქორწინების შემდეგ, ჰოლივუდის პერიოდში, გაბენი მარლენ დიტრიხთან სასიყვარულო ურთიერთობას იწყებს. მისი ამერიკული ფილმები წარმატებით ვერ სარგებლობს და რთული ხასიათისა გამო ჰოლივუდის კარიერა ჩავარდნის პირას მიჰყავს. გაბენი გენერალ დე გოლის ფრანგულ განმათავისუფლებელ არმიას უერთდება, სადაც ის სამხედრო მედალსა (Médaille Militaire) და ომის ჯვარს (Croix de Guerre) იხვეჭს საბრძოლო დამსახურებისთვის ჩრდილოეთ აფრიკაში მოკავშირეებთან ბრძოლებში. გამარჯვების დღის შემდეგ, გაბენი იმ სამხედრო კონტინგენტის ნაწილი იყო, რომელიც განთავისუფლებულ პარზში ტრიუმფულად შევიდა. ჟურნალისტების მიერ ფირზე აღბეჭდილია სცენა, სადაც მოუთმენლად მომლოდინე მარლენ დიტრიხი ხალხმრავალ ქუჩაში გაბენს მოჰკრავს თვალს სამხედრო ტანკზე და მისკენ გარბის.
ფილმოგრაფია (შერჩევით)
რედაქტირებაწელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1931 | ფ | გლორია | Gloria | რობერტ ნური |
1932 | ფ | მხიარული გულები | Coeurs joyeux | შარლი |
1933 | ფ | გვირაბი | Le Tunnel | მაკ ალანი |
1934 | ფ | ზუზუ | Zouzou | ჟანი |
1935 | ფ | გოლგოთა | Golgotha | პილატე |
1935 | ფ | უცხოური ლეგიონი | La Bandera | პიერ ჟილეტი |
1936 | ფ | ფსკერზე | Les bas-fonds | ვასკა |
1937 | ფ | დიდი ილუზია | La Grande illusion | ლეიტენანტი მარეშალი |
1937 | ფ | პეპე ლე მოკო | Pépé le Moko | პეპე ლე მოკო |
1938 | ფ | ნისლიანი სანაპირო | Le Quai des brumes | ჟანი |
1939 | ფ | მარჯნის რიფი | Le Récif de corail | ტროტ ლენარდი |
1946 | ფ | მარტენ რუმენიაკი | Martine Roumagniaque | მარტენ რუმენიაკი |
1951 | ფ | ვიქტორი | Victor | ვიქტორ მესერანი |
1955 | ფ | ნაპოლეონი | Napoléon | ჟან ლანი |
1956 | ფ | დანაშაული და სასჯელი | Crime et Châtiment | კომისარი გალეტი |
1956 | ფ | მკვლელების დრო | Voici le temps des assassins | ანდრე შატლენი |
1957 | ფ | ექიმ ლორანის საქმე | Le Cas du docteur Laurent | ექიმი ლორანი |
1958 | ფ | განკიცხულნი | Les Miserables | ჟან ვალჟანი |
1958 | ფ | მეგრე მახეს აგებს | Maigret tend un piège | კომისარი მეგრე |
1959 | ფ | პრერის ქუჩა | Rue des prairies | ანრი ნევე |
1962 | ფ | მაიმუნი ზამთარში | Un singe en hiver | ალბერ კანტენი |
1963 | ფ | მელოდია სარდაფიდან | Mélodie en sous-sol | შარლი |
1965 | ფ | ზეციური ჭექა-ქუხილი | Le Tonnerre de Dieu | ლეანდრ ბრასაკი |
1969 | ფ | სიცილიური კლანი | Le Clan des Siciliens | ვიტორიო მალანეზე |
1974 | ფ | ორნი ქალაქში | Deux hommes dans la ville | ჟერმენ კაზენევი |
1974 | ფ | ვერდიქტი | Verdict | მოსამართლე ლეგენი |