ჯოაკინო ანტონიო როსინი (დ. 29 თებერვალი, 1792 — გ. 13 ნოემბერი, 1868) — იტალიელი კომპოზიტორი. მან დაწერა 39 ოპერა, ასევე საკრალური და კამერული მუსიკა. მისი მსოფლიოში განთქმული ოპერაა „სევილიელი დალაქი“ (Il barbiere di Sivigli).

ჯოაკინო როსინი

ბიოგრაფია

რედაქტირება
 

ჯოაკინო ანტონიო როსინი დაიბადა იტალიის ქალაქ პეზაროში, მუსიკალურ ოჯახში. მამამისი ჯუზეპე ვალტორნაზე უკრავდა, ხოლო დედამისი ანა — მომღერალი იყო. ჯოაკინო მუსიკალურ განათლებას ადრეული ასაკიდან იღებდა. 6 წლის — მამის ორკესტრში სამკუთხედზე უკრავდა. ნაპოლეონის მხარდაჭერის გამო, 1796 წელს ციხეში ჩასვეს, დედამისმა პატარა ჯოაკინო ბოლონიაში წაიყვანა. შვიდი წლის ასაკში მან ბოლონიის ცნობილ კაპელმეისტერთან დაიწყო სწავლა და რვა წლის უკვე წამყვან პარტიებს ასრულებდა ბოლონიის საეკლესიო გუნდებში. ლიცეუმში მან ისწავლა კლავესინზე დაკვრა, დაეუფლა კომპოზიციას. როსინიმ, როგორც მომღერალმა, ისეთი პოპულარობა მოიხვეჭა, რომ მას იტალიის ყველაზე უფრო ცნობილი მომღერლის მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ამასთან მან საოპერო სპექტაკლების დირიჟორობაც სცადა, 14 წლისამ კი პატარა კომიკური ოპერების შექმნით გაითქვა სახელი. პირველდაწყებითი სწავლა როსინიმ ბოლნიის საქალაქო სასწავლებელში, სადაც შევიდა 1807 წელს, ამავე დროს იგი მეცადინეობდა მუსიკის სხვადასხვა პედაგოგებთან. 14 წლის როსინი მუშაობას იწყებს ჯერ ორკესტრში მამასთან ერთად, ხოლო შემდეგ კი, როგორც მომღერალი და კონცერტმეისტერი.

 

1810 წელს როსინი შეუდგა საოპერო მოღვაწეობას და თავისი ერთტაქტიანი კომიკური ოპერებით იტალიაში დიდი პოპულარობა მოიპოვა.

 
ჯოაკინო როსინი, 1865.

როსინი გარდაიცვალა 1868 წელს პარიზში, მისი გარდაცვალების შემდეგ დარჩა ძალზე დიდი ქონება, რომლის ნაწილი მისი ანდერძის თანახმად გამოყოფილი იყო მშობლიურ ქალაქ პეზაროში კონსერვატორიის დაარსებისათვის. დაარსებული იყო აგრეთვე ყოველწლიური პრემია საუკეთესო ოპერისა და ლიბრეტოს შექმნისათვის.

სეზარო სოდეროს ორკესტრი, 1914 წელი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

კატეგორია:დაბადებული 29 თებერვალი