ნატაშა პირც-მუსარი

ნატაშა პირც-მუსარი (სლოვენ. Nataša Pirc Musar; დ. 9 მაისი, 1968, ლიუბლიანა) — სლოვენიელი იურისტი, მწერალი, ჟურნალისტი და სლოვენიის წითელი ჯვრის პრეზიდენტი. 2022 წლის სლოვენიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და თანამდებობის დაკავების შემდეგ გახდება სლოვენიის პირველი ქალი პრეზიდენტი.[1]

ნატაშა პირც-მუსარი
ნატაშა პირც-მუსარი
სლოვენიის არჩეული პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა22 დეკემბერი, 2022
წინამორბედიბორუტ პაჰორი

სლოვენიის წითელი ჯვრის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2015 – 2016

დაბადებული9 მაისი, 1968 (1968-05-09) (56 წლის)
ლიუბლიანა, სლოვენიის სრ, იუგოსლავიის სფრ
პოლიტიკური პარტიადამოუკიდებელი
მეუღლეალეშ მუსარი
შვილები1
საიტიpirc-musar.si

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული ცხოვრება და განათლება

რედაქტირება

პირც-მუსარმა 1992 წელს დაამთავრა ლიუბლიანის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სადაც მისი ხელმძღვანელი იყო მარკო ილეშიჩი.[2] 1997 წელს მან ჩააბარა ადვოკატთა გამოცდა, შემდეგ კი მუშაობა დაიწყო სლოვენიის ტელევიზიაში, სადაც ექვსი წლის განმავლობაში მუშაობდა ჟურნალისტად და ცენტრალურ საინფორმაციო გამოშვების წამყვანად.[2] შემდეგ, ხუთი წლის განმავლობაში, იგი იყო კომერციული ტელევიზიის POP TV-ის ცენტრალური საინფორმაციო გამოშვების წამყვანი.[2]

კვალიფიკაციის ასამაღლებლად სწავლობდა CNN-ში, ატლანტა.[3] შემდეგ მან სწავლა განაგრძო მანჩესტერის სალფორდის უნივერსიტეტში ორი სემესტრის განმავლობაში, რომლის დროსაც გაიარა სტაჟირება BBC-ში, Granada TV-ში, Sky News-ში, Reuters TV-სა და Border TV-ში.[3] დოქტორის ხარისხი დაიცვა ვენის უნივერსიტეტში.[4] 2001 წელს იგი გახდა Aktiva Group-ის კორპორატიული კომუნიკაციის განყოფილების ხელმძღვანელი, სადაც მუშაობდა მისი მეუღლე ალეშ მუსარი.[5] 2015 წელს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი დაიცვა ვენის უნივერსიტეტში.[6]

იურიდიული და ბიზნეს კარიერა

რედაქტირება

2003 წლის აპრილში იგი შეუერთდა სლოვენიის უზენაეს სასამართლოს როგორც განათლებისა და ინფორმაციის ცენტრის დირექტორი.[7] 2011 წლის მარტიდან იყო ევროპოლის გაერთიანებული სამეთვალყურეო ორგანოს ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 2012 წლიდან ინფორმაციის კომისრის მანდატის დასრულებამდე იყო ევროკავშირის ამ ორგანოს პრეზიდენტი.[8] ინფორმაციის კომისრის მანდატის დასრულების შემდეგ მან დააარსა საკუთარი იურიდიული ფირმა, რომელსაც 2016 წლიდან ეწოდა Pirc Musar & Lamut Strle.[9] იგი იყო სლოვენიაში დაბადებული მელანია ტრამპის ადვოკატი, მაშინ როდესაც ამ უკანასკნელის მეუღლე იყო აშშ-ის პრეზიდენტი.[10][11] ფართოდ გახმაურებულ შემთხვევებში იგი სლოვენიელი სოციალ-დემოკრატი პოლიტიკოსების,[12][13] აშშ-ში სლოვენიის ელჩის სტანისლავ ვიდოვიჩის[14] და სხვათა ადვოკატია.

2010-დან 2021 წლამდე ნატაშა პირც-მუსარი არაერთხელ მოხვდა ქვეყნის ყველაზე გავლენიანი იურისტების ათეულში.[15][16][17][18] მან დააარსა ასოციაცია OnaVe, რათა დააკავშიროს ქალი ექსპერტები და ხელი შეუწყოს განათლებას.[19][20] 2015-2016 წლებში ის იყო სლოვენიის წითელი ჯვრის პრეზიდენტი.[21]

პირც-მუსარი არის ექვსი წიგნის ავტორი ან თანაავტორი ინფორმაციის თავისუფლებისა და კონფიდენციალურობის შესახებ სლოვენურ, ინგლისურ და ხორვატულ ენებზე.[22][23][24][25][26][27]

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

2022 წლის 23 ივნისს მან წამოაყენა თავისი კანდიდატურა სლოვენიის პრეზიდენტის თანამდებობაზე 2022 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, მონაწილეობას მიიღებდა, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი.[28][29] მას მხარი დაუჭირეს სლოვენიის ყოფილმა პრეზიდენტებმა მილან კუჩანმა და დანილო ტიურკმა.[30] პირც-მუსარი არასოდეს ყოფილა არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი.[31] მიუხედავად იმისა, რომ იგი დამოუკიდებელი კადიდატია მას მხარს უჭერენ სლოვენიის პირატების პარტია[32] და ახალგაზრდული პარტია — ევროპელი მწვანეები.[33]

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მიიღო ხმების 26,88 %, დაიკავა მეორე ადგილი და გადავიდა მეორე ტურში.[34] 13 ნოემბრის მეორე ტურში ნატაშა პირც-მუსარმა დაამარცხა ანჟე ლოგარი და აირჩიეს სლოვენიის პირველ ქალ პრეზიდენტად.[35]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

მისი მეუღლეა ბიზნესმენი ალეშ მუსარი. მათ ჰყავთ ვაჟი. ისინი არიან რუსული დაჩის სახელით ცნობილი ქონების მფლობელები ზგორნე-გამელნეში და ასევე ფლობენ Rolls Royce Phantom VI ლიმუზინს, რომელიც დამზადებულია 1971 წელს და ოდესღაც ფლობდა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი, პრინცესა ალექსანდრა.[36][37]

  1. Wahlkommission: Slowenen küren Pirc-Musar zur Präsidentin. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-11-13. ციტირების თარიღი: 2022-11-13
  2. 2.0 2.1 2.2 Življenjepis sl-SI. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-08-31. ციტირების თარიღი: 2022-09-01
  3. 3.0 3.1 EXCLUSIVE, NATASA PIRC MUSAR: How I became Melania Trump's attorney, and we never met! sr. ციტირების თარიღი: 2022-09-01
  4. dr. NATAŠA PIRC MUSAR sl-SI. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-12-01. ციტირების თარიღი: 2022-08-31
  5. Kdo je srčni izbranec Nataše Pirc Musar? en (2022-06-23). ციტირების თარიღი: 2022-09-01
  6. Nataša Pirc Musar en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-07-10. ციტირების თარიღი: 2022-09-23
  7. EXCLUSIVE, NATASA PIRC MUSAR: How I became Melania Trump's attorney, and we never met!. ციტირების თარიღი: 2022-09-01
  8. Nataša Pirc Musar en-US. ციტირების თარიღი: 2022-09-01
  9. Law firm in Slovenia en-US. ციტირების თარიღი: 2022-09-23
  10. Zerdin, Ali. No more ‘Melania Trump’ underwear, honey for Slovenians en-US. ციტირების თარიღი: 2022-09-23
  11. Nemtsova, Anna (2017-08-09). „Melania Trump’s Lawyer Back Home Says You Better Not Say She Was an ‘Escort’“. The Daily Beast (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-09-23.
  12. Janez Janša javno objavil pismo, ki ga je dobil od Nataše Pirc Musar (FOTO) sl-si. ციტირების თარიღი: 2022-09-03
  13. Bo ustavno sodišče o pobudi za izbris SD in Levice odločalo še pred volitvami? sl-SI (2022-02-10). ციტირების თარიღი: 2022-09-03
  14. Požar, Bojan. Stanislav Vidovič, diplomat, politik SMC in-bivši tajni agent prek Nataše Pirc Musar tožil Bojana Požarja in izgubil.
  15. Najvplivnejši pravniki o pravni korektnosti, politični všečnosti pravnikov, arbitraži in Wikileaksu. ციტირების თარიღი: 2022-09-02
  16. Vsak dan prvi - 24ur.com. ციტირების თარიღი: 2022-09-02
  17. Kdo je najvplivnejši pravnik?. ციტირების თარიღი: 2022-09-02
  18. ZNANIH JE 10 NAJVPLIVNEJŠIH PRAVNIKOV 2021 sl. ციტირების თარიღი: 2022-09-02
  19. itmelona. Kdo smo sl-SI. ციტირების თარიღი: 2022-09-01
  20. Med Marto Kos in Natašo Pirc Musar se že iskri; ali je to v resnici samo predstava za javnosti, preberite v jutrišnji reviji Demokracija sl-SI (2022-07-20). ციტირების თარიღი: 2022-09-01
  21. Delo.si, Ti K.. (2015-06-29) Nataša Pirc Musar na čelu Rdečega križa sl-si. ციტირების თარიღი: 2022-09-03
  22. Maribor, IZUM-Institut informacijskih znanosti. Vstop v zasebnost prepovedan! : varstvo osebnih podatkov :: COBISS+ sl. ციტირების თარიღი: 2022-09-03
  23. Maribor, IZUM-Institut informacijskih znanosti. Kako in kdaj uporabljati test javnega interesa? : novela Zakona o dostopu do informacij javnega značaja :: COBISS+ sl. ციტირების თარიღი: 2022-09-03
  24. Maribor, IZUM-Institut informacijskih znanosti. Zaštita podataka i nadležnosti institucija Evropske unije : priručnik; Data protection and competencies of European Union institutions :: COBISS+ sl. ციტირების თარიღი: 2022-09-03
  25. Maribor, IZUM-Institut informacijskih znanosti. Tudi danes imate pravico vedeti :: COBISS+ sl. ციტირების თარიღი: 2022-09-03
  26. Maribor, IZUM-Institut informacijskih znanosti. Samo ti odločaš : komu lahko zaupam osebne podatke in kdaj? :: COBISS+ sl. ციტირების თარიღი: 2022-09-03
  27. Maribor, IZUM-Institut informacijskih znanosti. Zasebnost in varovanje osebnih podatkov v organizaciji :: COBISS+ sl. ციტირების თარიღი: 2022-09-03
  28. Nataša Pirc Musar bo v Ruski dači sporočila, ali bo kandidirala za predsednico države sl. ციტირების თარიღი: 2022-09-01
  29. Maček, Sebastijan R.. (2022-08-23) Former information commissioner top contender in Slovenia’s presidential race en-GB. ციტირების თარიღი: 2022-08-31
  30. Pirc Musar the first candidate to formally announce her presidential bid en. ციტირების თარიღი: 2022-09-23
  31. A week before the deadline, five candidates en-us (2022-09-21). ციტირების თარიღი: 2022-09-23
  32. Pirate Party endorses Pirc Musar for president en-US (2022-07-26). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-08-09. ციტირების თარიღი: 2022-09-23
  33. Pirc Musarjeva: I don’t want punches below the belt and attacks to order. ციტირების თარიღი: 2022-09-23
  34. Izidi glasovanja. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-10-26. ციტირების თარიღი: 2022-11-10.
  35. „Slovenia elects Natasa Pirc Musar to become first female president“. Le Monde.fr (ინგლისური). 2022-11-13. ციტირების თარიღი: 2022-11-14.
  36. „Ruska dača je dolgo propadala, po dveh letih prenove pa spet živi #video #foto“ (სლოვენური). ციტირების თარიღი: 2022-08-31.
  37. Rolls Royce | Najem limuzine Ruska dača | Kraljevski Rolls Royce sl-SI. ციტირების თარიღი: 2022-08-31