რუმენ გეორგიევ რადევი (ბულგ. Румен Георгиев Радев; დ. 18 ივნისი 1963, დიმიტროვგრადი, ბულგარეთი) — ბულგარეთის არმიის სარეზერვო გენერალ-მაიორი და ბულგარეთის არჩეული პრეზიდენტი. რადევი მსახურობდა ბულგარეთის საჰაერო ძალების მეთაურად. 2016 წელს მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა, რომელსაც მხარს უჭერდა ბულგარული სოციალისტური პარტია. მეორე ტურში დაამარცხა GERB-ის კანდიდატი ცეცკა ცაჩევა.[1][2]

რუმენ რადევი
Румен Радев
ბულგარეთის მე-6 პრეზიდენტი
მმართ. დასაწყისი: 22 იანვარი 2017
მმართ. დასასრული: მიმდინარე
წინამორბედი: როსენ პლევნელიევი
პარტია: დამოუკიდებელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 18 ივნისი, 1963 (1963-06-18) (61 წლის)
დაბ. ადგილი: დიმიტროვგრადი
ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
სამხედრო კარიერა
ეროვნება: ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
კუთვნილება: ბულგარეთის არმია
ჯარის სახეობა: ბულგარეთის საჰაერო ძალები
მოღვაწეობა: 1987-2016
წოდება: გენერალ-მაიორი