აუნ სან სუ ჩი (დ. 19 ივნისი, 1945, იანგონი, მიანმარი) — მიანმელი (ბირმა) პოლიტიკოსი ქალბატონი, ადამიანის უფლებათა დამცველი, პაციფისტი; 1991 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში.

აუნ სან სუ ჩი
მშობლიური სახელი အောင်ဆန်းစုကြည်
დაბადების თარიღი 19 ივნისი, 1945
იანგონი, ბირმა
პროფესია პოლიტიკოსი, პაციფისტი
მეუღლე(ები) მაიკლ არისი (1972-1999)
შვილ(ებ)ი ალექსანდრე,
კიმი
ჯილდოები ტოროლფ რაფტოს პრემია, 1990
ნობელის პრემია ნობელის მშვიდობის პრემია, 1991
სიმონ ბოლივარის საერთაშორისო პრემია, 1992
ჯავაჰარლალ ნერუს პრემია, 1993
ულოფ პალმეს პრემია, 2005

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1945 წლის 19 ივნისს იანგონში. განათლება მიიღო დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდისა და ლონდონის უნივერსიტეტში. 1988 წელს ბრუნდება ბირმაში და იწყებს აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას. ამ პერიოდში მიანმარში ხელისუფლებაში მოდის სამხედრო ხუნტა, რომელიც უსასტიკესად უსწორდება თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს. აუნ სან სუ ჩი შედის პოლიტიკურ მოძრაობაში ეროვნული ლიგა დემოკრატიისათვის, რის გამოც პუტჩისტები მას 1989 წელს შინაპატიმრობას უსჯიან. უკანონო ხელისუფლება მას თავისუფლებას სთავაზობს ქვეყნის დატოვების სანაცვლოდ, მაგრამ მტკიცე უარს იღებს. 1990 წელს ხუნტა ატარებს არჩევნებს, სადაც ეროვნული ლიგა დემოკრატიისათვის დამაჯერებელ გამარჯვებას აღწევს. მიუხედავად ამისა, არჩევნების შედეგები გაუქმებული იქნა, ხოლო შეიარაღებულმა ძალებმა უარი თქვეს ძალაუფლების გადაცემაზე. ამ მოვლენებმა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო და 1991 წელს აუნ სან სუ ჩის გადაეცა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. პრემიის სახით მიღებული $1.3 მლნ. მან საკუთარი თანამემამულეების ჯანმრთელობის განვითარებასა და განათლების გავრცელებას მოახმარა. შინაპატიმრობიდან აუნ სან სუ ჩი გათავისუფლდა 1995 წლის ივლისში. 1999 წელს დიდ ბრიტანეთში მას გარდაეცვალა მეუღლე, მაგრამ სამხედრო ხუნტამ მას ქვეყნიდან გასასვლელი ვიზა არ მისცა. 2000 წლის სექტემბერში პუტჩისტებმა იგი კვლავ შინაპატიმრობაში აიყვანეს და მხოლოდ 2002 წლის 6 მაისს გაეროს შუამავალთა ჩარევით მას კვლავ დართეს თავისუფლად გადაადგილების ნება.

2003 წლის 30 მაისს სოფელ დეპაინში ხუნტის მიერ დაქირავებული შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ მის ავტომობილს, რომლის დროსაც მრავალი მისი მომხრე იქნა მოკლული და დაჭრილი. აუნ სან სუ ჩიმ მის მძღოლთან ერთად თავს გაქცევით უშველა, მაგრამ იგი მალევე დააპატიმრეს და ქალაქ იანგონის ციხე ინსეინში მოათავსეს. 2003 წელს გადატანილი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ იგი კვლავ შინაპატიმრობის რეჟიმში იქნა გადაყვანილი მიანმარის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით. მიანმარის ოპოზიციის ლიდერი დღემდე შევიწროვებულია საკუთარ ქვეყანაში და შეზღუდული აქვს ქვეყნის შიგნით გადაადგილების უფლება.

2010 წლის 13 ნოემბერს გათვისუფლებულ იქნა შინაპატიმრობიდან.[1] 2015 წელს მისმა პარტიამ დამაჯერებლად გაიმარჯვა ბოლო 25 წლის განმავლობაში მიანმარის პირველ ღია არჩევნებში. ქვეყნის კონსტიტუცია მას უკრძალავდა პრეზიდენტად გახდომას, რადგან მისი შვილები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, მაგრამ ის მიანმარის ფაქტობრივ მმართველად მიიჩნეოდა. როჰინჯა მუსლიმების მდგომარეობის გამო მისმა მმართველობამ არაერთი კრიტიკა დაიმსახურა. 2021 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ პოლიციამ ქვეყნის ფაქტობრივ ლიდერს, აუნ სან სუ ჩის ბრალი წაუყენა. მისთვის წაყენებული ბრალი ითვალისწინებს იმპორტისა და ექსპორტის კანონის დარღვევას, ასევე კომუნიკაციისთვის უკანონო აპარატების ფლობას.[2][3] 11 მარტს სამხედრო ხუნტამ 600 000 დოლარისა და ოქროს მითვისების ბრალი წაუყენა.[4]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „ბირმის ხელისუფლებამ დემოკრატიისთვის მებრძოლი ლიდერი, აუნ სან სუ ჩი შინაპატიმრობიდან გაათავისუფლა“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 5 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  2. „გადატრიალების შემდეგ პოლიციამ ყოფილ ლიდერს, აუნ სან სუ ჩის ბრალი წაუყენა“. On.ge. 3 თებერვალი, 2021. ციტირების თარიღი: 5 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  3. „Myanmar coup: Detained Aung San Suu Kyi faces charges“. BBC News (ინგლისური). 3 თებერვალი, 2021. ციტირების თარიღი: 5 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  4. „მიანმარის სამხედრო ხუნტა აუნ სან სუ ჩის 600000$-ის მითვისებაში ადანაშაულებს“. On.ge. 11 მარტი, 2021. ციტირების თარიღი: 11 მარტი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)