სვიმონ კლდიაშვილი

ქართველი არქიტექტორი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კლდიაშვილი.

სვიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილი (დ. 2 თებერვალი, 1865, ქუთაისი — გ. 26 მაისი, 1920, თბილისი) — ქართველი არქიტექტორი.

სვიმონ კლდიაშვილი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 2 თებერვალი, 1865(1865-02-02)
დაბ. ადგილი ქუთაისი
გარდ. თარიღი 26 მაისი, 1920(1920-05-26) (55 წლის)
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი
მოქალაქეობა საქართველო
ალმა-მატერი მოსკოვის ფერწერის სასწავლებელი
მნიშვნელოვანი პროექტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

სვიმონ კლდიაშვილი დაიბადა რუსეთის არმიის პოლკოვნიკ გრიგოლ კლდიაშვილისა და მსახიობ ეფროსინე კლდიაშვილის (ქალიშვილობის გვარი — ყიფიანი, დიმიტრი ყიფიანის ძმისშვილი) ოჯახში. მისი ძმა იყო ქიმიკოსი ალექსანდრე კლდიაშვილი. 1895 წელს დაამთავრა ფერწერის, ქანდაკების და ხუროთმოძღვრების სასწავლებელი მოსკოვში. 1896–99 წლებში ქალაქის არქიტექტორად მუშაობდა სოხუმში. 1899 წელს შეადგინა თბილისის სათავადაზნაურო სკოლის (ქართული გიმნაზიის – ახლანდელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი) შენობის პროექტი და 1906 წლამდე ხელმძღვანელობდა მის მშენებლობას.

1902 წელს კაპიტალურად გადააკეთა და ახლანდელი ფასადით შეამკო ქობულაშვილების სახლი ა. გრიბოედოვის ქუჩაზე (ახლანდელი თბილისის სამხატვრო აკადემია). ააშენა მრავალი საცხოვრებელი სახლი. მისი ნამუშვრები ეკლექტიზმის სტილის ტიპური ნიმუშია. გვხვდება რენესანსულ–ბაროკოული ფასადებიც. კლდიაშვილი აქტიურად მონაწილეობდა ქართულ კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1902 წელს ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად იმოგზაურა ისტორიული საქართველოს სამხრეთ რეგიონებში. აზომა 20–მდე ძეგლი, მათ შორის ადრინდელი შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ერთ–ერთი უმთავრესი ნიმუში ბანა და მისი რეკონსტრუქციის პროექტიც შეადგინა. 1910 წელს ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად იმოგზაურა რაჭა–ლეჩხუმში.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. პანთეონში მის გვერდით დასაფლავებულია მისი და — ნინო (ნუცა) გრიგოლის ასული კლდიაშვილი (დ. 1869 — გ. 4 აპრილი, 1942, თბილისი) და შვილიშვილი დავით (დოდო) აბაშიძე.

2015 წლის 3 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გაიხსნა სვიმონ კლდიაშვილის ბიუსტი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება