ვახტანგ ონისიმეს ძე დოლიძე (დ. 20 მაისი, 1918, ქუთაისი, — გ. 17 აგვისტო, 1986, თბილისი) — ქართველი არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1982), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1993, გარდაცვალების შემდეგ).

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი (1941). მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1946 წლიდან მუშაობდა გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში (1971 წლიდან კულტურის ძეგლთა აღწერილობის განყოფილების გამგე). დოლიძის შრომების ძირითადი საკითხებია: შუა საუკუნეების არქიტექტურული ძეგლების, მთიანი საქართველოს საცხოვრებელი სახლების არქიტექტურა, ჩრდილოეთ კავკასიის და საქართველოს კულტურული კავშირები, მატერიალური კულტურის ძეგლების მეცნიერული აღწერა და სხვ.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • გარბანი. ქართული ხუროთმოძღვრების IX–X სს. ძეგლი ხევში, თბ., 1958;
  • ხევის ხალხური საცხოვრებელი სახლები, «ქართული ხელოვნება », 1959, ტ. 5;
  • კაზრეთის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, იქვე, 1987, ტ. 9;
  • Окрестности Тбилиси, Тб., 1960 (თანაავტ.: Р. Шмерлинг, Т. Барнавели);
  • Военно-грузинская дорога. Путеводитель по архитектурным памятникам, Тб., 1956 (თანაავტ.: Р. Шмерлинг); Рустави, Тб., 1962.

ლიტერატურა

რედაქტირება