მიკროფიშა
მიკროფიშა (მიკრო... და ფრანგ. ficher — „ჩაჭედება“, „ჩატენა“) — მიკროგამოსახულებების ჩანაწერშემცველი, რომლის დანიშნულებაა მცირე ფართობზე დიდი რაოდენობის სხვადასხვა ტექსტური და გამოსახულებითი ინფორმაციის (წიგნის გვერდები, ტექნიკური სქემები, პატენტები და ასე შემდეგ) შენახვა. გამჭირვალე მიკროფიშას ათვალიერებენ და კითხულობენ ხელსაწყოებით ან მისგან იღებენ გადიდებულ პირებს.
ერთი მიკროფიში 6x12 ან 7.5x12 სმ ზომით იტევს 30-დან 130 გვერდამდე წიგნის ტექსტს.
კითხვისთვის გამოიყენება სპეციალური (ჩვეულებრივ, საკითხავი) საპროექციო მოწყობილობები, რომლებიც ქმნიან ერთი ან წყვილი გვერდის სურათს, რომელიც გადიდებულია 5-20-ჯერ ჩაშენებულ ეკრანზე. მიკროფიშის წაკითხვა ასევე შესაძლებელია ფოტოგამადიდებლის, ზედა პროექტორის ან ძლიერი გამადიდებელი შუშის გამოყენებით.
ულტრამიკროფიშა — მიკროფიში, რომელიც შეიცავს სხვადასხვა ობიექტების გამოსახულების ასლებს 90-ჯერ მეტი შემცირებით.
1991 წელს საქართველოში „ძეგლთა ნუსხის განყოფილების“ საფუძველზე შედგა ქართული ხუროთმოძღვრების მიკროფიშების ჯგუფი, რომელმაც აახენის ტექნიკური უმაღლესი სკოლის თანამშრომელ გუნდოლფ ბრუხჰაუსთან ერთად ჰოლანდიაში დასაბეჭდად გაამზადა მიკროფიშების 8 ტომი — „ქართული არქიტექტურა“.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- Н. Д. Панфилов, А. А. Фомин. Краткий справочник фотолюбителя. — М.,: «Искусство», 1985. — С. 204—206. — 367 с.
- Микрофиша // Фотокинотехника: Энциклопедия / Гл. ред. Е. А. Иофис. — М.: Советская энциклопедия, 1981. — 447 с.