კასპის მუნიციპალიტეტი
კასპის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციული რაიონი შიდა ქართლის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა, 1917–30 წლებში — გორის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი კასპი.
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
კასპის მუნიციპალიტეტი | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
რეგიონი | შიდა ქართლის მხარე | ||||
ადმ. ცენტრი | კასპი | ||||
კოორდინატები | 41°55′00″ ჩ. გ. 44°25′00″ ა. გ. / 41.916694° ჩ. გ. 44.416694° ა. გ. | ||||
მერი | ვახტანგ მაისურაძე | ||||
ფართობი | 803.2 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||||
მოსახლეობა |
![]() | ||||
სიმჭიდროვე | 54,5 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 86,5 % აზერბაიჯანელები 8,8 % ოსები 4,0 % სომხები 0,2 % რუსები 0,2 %[3] | ||||
სარწმუნოებრივი შემადგენლობა |
მართლმადიდებლები 89,24 % მუსლიმები 8,65 %[4] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||||
| |||||

ბუნება რედაქტირება
მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე მტკვრის ორივე მხარეს. ტერიტორია - 802 კვ. კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 360 კვ. კმ. ჩრდილოეთით მას აკრავს კავკასიონის სამხრეთი განშტოებანი, სამხრეთით — თრიალეთის ქედი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები მტკვარი, ქსანი, ლეხურა, კავთურა, თეძამი.
მოსახლეობა რედაქტირება
მოსახლეობის რიცხოვნობა — 43 771 კაცი (2014)[1]; სიმჭიდროვე — 54,5 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 72 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 71 სოფელი.
აღწერის მონაცემები რედაქტირება
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
1989 | 55 416 |
2002 | 52 443 |
2014 | 43 771 |
2021[5] | 41 800 |
მმართველობა რედაქტირება
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო აღმასრულებელი ორგანო — გამგეობა. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:
- ქალაქის საკრებულო — 1: კასპი;
- თემის საკრებულო — 15:
- აღაიანის (საქადაგიანო, ხიდისყური),
- ახალქალაქის (ახალსოფელი, გარიყულა, გოსტიბე, ერთაწმინდა, ზემო ჩოჩეთი, თეძმისხევი, კაპრაშიანი, რკონი, ჩაჩუბეთი),
- ახალციხის (მთიულთუბანი, ნოსტე, ცხავერი),
- გომის (ბორტა, ნიაბი),
- დოესის (გრაკალი),
- ზემო ხანდაკის, (კალოუბანი, ჭყოპიანი),
- თელიანის (სასირეთი),
- კავთისხევის (გუდალეთი, ეზატი, თვალადი, მირიანი, ქებაანი, ქვემო ჩოჩეთი, ქვემო ხანდაკი),
- კოდისწყაროს (ზადიანთკარი, ზემო რენე, ნიგოზა, სარიბარი, ქვემო რენე, ყარაფილა, ჩობალაური),
- ლამისყანის (თვაურები, ხვითი),
- მეტეხის (ბარნაბიანთკარი, სადგური მეტეხი),
- ოკამის (თეზი, იგოეთი, მრგვალი ჭალა, ფერმა, ჩანგილარი),
- სამთავისის (ბოჟამი, თოგოიანთკარი),
- ქვემო ჭალის (ახალშენი, გამდლისწყარო, გორაკა, ვაკე, პანტიანი, საკორინთლო),
- წინარეხის (გომისჯვარი, თელათგორი, იდლეთი, ლავრისხევი),
- სოფლის საკრებულო — 1
ეკონომიკა რედაქტირება
მუნიციპალიტეტში შემდეგი სამრეწველო საწარმოები იყო: კასპის ცემენტის ქარხანა, მეტეხის საშენ მასალათა კომბინატი, აგრეთვე კვების მრეწველობის საწარმოები, ღვინის და საკონსერვო ქარხნები. სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგებია: მევენახეობა, მეხილეობა, მებოსტნეობა, სარძევე მეცხოველეობა. მოჰყავთ მარცვლეული. მუნიციპალიტეტს კვეთს ქვეყნის მთავარი სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები.
კულტურა რედაქტირება
მუნიციპალიტეტში 49 სახელმწიფო და 2 არასახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 2 საშუალო პროფესიული და 1 უმაღლესი სასწავლებელი, 43 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 2 მუზეუმი. (მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ი. ჯავახიშვილის სახ. მუზეუმი ხოვლეში).
ღირსშესანიშნაობანი რედაქტირება
მუნიციპალიტეტში არქიტექტურის და კულტურის მრავალი მნიშვნელოვანი ძეგლია: რკონის კომპლექსი, სამთავისის ტაძარი, სხვილოს ციხე-დარბაზის კომპლექსი, ქვათახევის, მეტეხის, ახალქალაქის კომპლექსები და სხვა.
სქოლიო რედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014
- ↑ Ethnic composition of Georgia 2014
- ↑ georgia-religion2014
- ↑ მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-11.