ლამისყანასოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს მდინარე ქსნის მარჯვენა ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: თვაურები, ხვითი). ზღვის დონიდან 680 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 16 კილომეტრით. სოფელში არის დავით გურამიშვილის მემორიალი.

სოფელი
ლამისყანა
The village of Lamiskana.jpg
სოფელი ლამისყანა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი კასპის მუნიციპალიტეტი
თემი ლამისყანა
კოორდინატები 42°00′43″ ჩ. გ. 44°29′17″ ა. გ. / 42.01194° ჩ. გ. 44.48806° ა. გ. / 42.01194; 44.48806
ცენტრის სიმაღლე 680
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1095[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,7 %
ოსები 0,9 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ლამისყანა — საქართველო
ლამისყანა
ლამისყანა — შიდა ქართლი
ლამისყანა

ისტორიარედაქტირება

გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ლამისყანა ქსნის ერისთავების სამფლობელოში შედიოდა. XVIII საუკუნის პირველ ნახევარში იგი მუხრანბატონების გამგებლობაში გადავიდა, შემდეგ კვლავ ერისთავებს დაუბრუნდა.

1728 წელს ილზოტის წყაროზე (დღეს ამ წყაროს გურამიშვილის წყაროს ეძახიან) ლეკებმა დაატყვევეს დავით გურამიშვილი. 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის ჯარის ერთი რაზმი ლამისყანაში დაამარცხა იოანე ბატონიშვილმა.[3]

XIX საუკუნის ბოლოს რუსეთის პირველი რევოლუციის პერიოდში, ზაფხულში ხშირად ეწყობოდა კლასობრივი ხასიათის შეტაკებები.

1905 წლის 23 სექტემბერს ლამისყანაში პოლიციამ გაჩხრიკა თავად ერისთავის კარ-მიდამო, სადაც აღმოაჩინა რევოლუციონერების მიერ გადამალული იარაღი და 50 ცალი პროკლამაცია.

1906 წელს მარტში კაზაკებმა ააოხრეს და გაძარცვეს მოსახლეობა, ცემით მოკლეს სამი კაცი. იარაღის ჩაუბარებლობისათვის სოფელს გადაახდევინეს 600 მანეთი ჯარიმა.

1908 წლის 17 აგვისტოს გლეხთა რევოლუციონერული გამოსვლების პასუხად ლამისყანაში დამსჯელი რაზმი ჩააყენეს.

1913 წელს ივანე ჯავახიშვილმა ლამისყანაში ჯამბაკურ ორბელიანის სასახლის ბიბლიოთეკაში მიაკვლია „ქართლის ცხოვრების“ ჩვენამდე მოღწეულ ხელნაწერთა შორის უძველესს, რომელიც გადაწერილია ალექსანდრე კახთა მეფის მეუღლის დედოფალ ანას ბრძანებით XV საუკუნის II ნახევარში (ანასეული ხელნაწერი).

დემოგრაფიარედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1095 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[4] 1546 754 792
2014[1]   1095 551 544

ღირსშესანიშნაობარედაქტირება

სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით გეგმით მართკუთხა ციხე-გალავანი (XVIII საუკუნე) და ორბელიანების სასახლეა (XIX საუკუნე), დასავლეთით ღვთისმშობლის ეკლესიაა, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით „ზედაველას“ ტყეში, ივლიტას ნიში. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მდებარეობს ორბელიანების სასახლის გვერდით.

იხილეთ აგრეთვერედაქტირება


ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. Ethnic composition of Georgia 2014
  3. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ. 5. თბ., 1990 გვ. 174
  4. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II