თოგოიანი

(გადამისამართდა გვერდიდან თოგოიანთკარი)

თოგოიანი, თოგოიანთკარისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში, სამთავისის თემში.[1] მდებარეობს მდინარე ლეხურის ხეობაში. ზღვის დონიდან 750 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 12 კილომეტრით.[3] ამავე დასახელების სოფელი არის ჟამურშიც (ქსნის ხეობა).[4]

სოფელი
თოგოიანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი კასპის მუნიციპალიტეტი
თემი სამთავისი
კოორდინატები 42°00′35″ ჩ. გ. 44°23′58″ ა. გ. / 42.00972° ჩ. გ. 44.39944° ა. გ. / 42.00972; 44.39944
ცენტრის სიმაღლე 750
მოსახლეობა 75[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 80,0%
ოსები 17,3%[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
თოგოიანი — საქართველო
თოგოიანი
თოგოიანი — შიდა ქართლი
თოგოიანი
თოგოიანი — კასპის მუნიციპალიტეტი
თოგოიანი

ეტიმოლოგია

რედაქტირება

სახელი ეწოდება თოგოშვილების (ოს. Тогойтæ) საგვარეულოს გამო.

დემოგრაფია

რედაქტირება

რამდენიმე გვარი XX საუკუნის დასაწყისში ქსნის ხეობიდან ჩამოსახლდა. სოფელში ცხოვრობენ თოგოშვილები, ზოზრაშვილები (სოფელ კარადან — ჯერ წირში, შემდეგ აქ გადმოსახლდნენ), გაბოშვილები, ქენქაძეები და ჯაჯიშვილები.[5] 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 75 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[6] 90 46 44
2014[1]   75 39 36

ცნობილი ადამიანები

რედაქტირება

თოგოიანიდან იყო ქართულ-ოსურ ურთიერთობათა ისტორიის ერთ-ერთი პირველი მეცნიერული ნაშრომის („ქართულ-ოსურ ურთიერთობათა ისტორია“, 1956) ავტორი გიორგი თოგოშვილი.[5]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. Ethnic composition of Georgia 2014
  3. ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 77.
  4. გვასალია ჯ., ქსნის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები // საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ. 3, თბ.: „მეცნიერება“, 1967. — გვ. 9–54.
  5. 5.0 5.1 „სოფელი თოგოიანი“. qartli.ge. 2020-11-04. ციტირების თარიღი: 28 ნოემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  6. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.