თელათგორი

სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში

თელათგორისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში, წინარეხის თემში.[1] მდებარეობს მდინარე კავთურის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 740 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 18 კილომეტრით.

სოფელი
თელათგორი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი კასპის მუნიციპალიტეტი
თემი წინარეხი
კოორდინატები 41°50′23″ ჩ. გ. 44°29′06″ ა. გ. / 41.83972° ჩ. გ. 44.48500° ა. გ. / 41.83972; 44.48500
ცენტრის სიმაღლე 740
მოსახლეობა 211[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
თელათგორი — საქართველო
თელათგორი
თელათგორი — შიდა ქართლი
თელათგორი
თელათგორი — კასპის მუნიციპალიტეტი
თელათგორი

ისტორიულ წყაროებში გვხვდება თელეთგორის სახელწოდებითაც. სოფლის ტერიტორიაზე მიკვლეულია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის სამოსახლო გორა. ადგილობრივი მოსახლეობა მას „საფუზრების გორას“ უწოდებს.

ნამოსახლარს სამხრეთიდან (ფართობი დაახლოებით 15 ჰა) ეკვრის ნაქალაქარი. ნაქალაქარზე დასტურდება ორი კულტურული ფენა (ძვ. წ. III-II და ახ. წ. I-III სს.). ორივე ფენაში გამოვლინდა სახლების ნაშთები, რომლებსაც იატაკი თიხატკეპნილი ჰქონიათ, ხოლო სახურავი კრამიტის.[3]

სოფლის მიდამოებში 1728 წელს ქართველთა ლაშქარმა დაამარცხა ლეკები და ოსმალთა ჯარი.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 211 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[4] 263 123 140
2014[1]   211 107 104

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. Ethnic composition of Georgia 2014
  3. საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ. გვ. 162
  4. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II