კავთურა
კავთურა — მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში. სათავე აქვს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე 1910 მ სიმაღლეზე, ერთვის მდინარე მტკვარს მარჯვნიდან სოფ. ქვემო ხანდაკთან. სიგრძე 26 კმ, აუზის ფართობი 129 კმ2. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე. მდგრადი წყალმცირობა — ზამთარში. საშუალო მრავალწლიური ხარჯი შესართავთან 0,96 მ3/წმ. იყენებენ სარწყავად (935 ჰა) და წისქვილებისათვის.
კავთურა | |
---|---|
![]() კავთურა სოფ. კავთისხევში | |
ქვეყანა | საქართველო |
სათავე | თრიალეთის ქედი |
სათავის სიმაღლე | 1910 მ |
სიგრძე | 26 კმ |
აუზის ფართობი | 129 კმ² |
ლიტერატურარედაქტირება
- აფხაზავა ი., ქსე, ტ. 5, გვ. 298, თბ., 1980