კავთისხევი
კავთისხევი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: გუდალეთი, ეზატი, თვალადი, ქებაანი, ქვემო ჩოჩეთი, ქვემო ხანდაკი, იდლეთი).[1] მდებარეობს მდინარე კავთურის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 720 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 10 კილომეტრით.
სოფელი | |||
---|---|---|---|
კავთისხევი | |||
![]() | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | შიდა ქართლის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | კასპის მუნიციპალიტეტი | ||
თემი | კავთისხევი | ||
კოორდინატები | 41°51′35″ ჩ. გ. 44°26′38″ ა. გ. / 41.85972° ჩ. გ. 44.44389° ა. გ. | ||
ცენტრის სიმაღლე | 720 მ | ||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||
მოსახლეობა | 864[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 98,1 % სომხები 1,0 % ოსები 0,3 %[2] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +995 | ||
| |||
ისტორიარედაქტირება
კავთისხევის ისტორიული უბანია ციხისუბანი, სადაც შემორჩენილია თარხნიშვილთა ციხე-გალავნის საძირკველი. სოფელს ხშირად ესხმოდნენ თავს და აოხრებდნენ დაღესტნელი ფეოდალები, ამიტომ მას ხალხში შავსოფელსაც ეძახდნენ. კავთისხევში დგას გვიანდელი ფეოდალური ხანის ლომისის წმიდა გიორგის, კატაულას წმინდა გიორგის, ძლევის ქედის წმინდა გიორგის, კავთისხევის წმინდა გიორგის და წმინდა ნიკოლოზის ეკლესიები. სოფელში, მონასელიძიანთ უბანში, მდინარე კავთურის მარჯვენა ნაპირზე აღმოჩნდა აკლდამა. ნაგებობა შედგება საკნისა და დრომოსისაგან, რომელთა კედლები ნაგებია კლდის ქვითა და ბრტყელი აგურით. აკლდამაში არეულად ეყარა ადამიანის ძვლები, რაც იმას ადასტურებს, რომ იგი ადრევე გაუძარცვავთ. აკლდამის არქიტექტურაში შეინიშნება XVI-XVIII სს. ქართლ-კახეთის უმრავლეს ნაგებობათათვის დამახასიათებელი ტიპური ნიშნები. 1921-30 წლებში იყო გორის მაზრის კავთისხევის რაიონის ცენტრი.
დემოგრაფიარედაქტირება
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 864 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 1020 | 474 | 546 |
2014[1] | 864 | 424 | 440 |
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 298.
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ Ethnic composition of Georgia 2014
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II