კავთისხევის ნასახლარი და სამაროვანი

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში

კავთისხევის ნასახლარი და სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, ცემენტის კარიერის დასავლეთით, ოთხი კილომეტრის მანძილზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, წყალსაქაჩთან. ნასახლარზე გამოვლინდა ქვევრები და რელიეფურსარტყლიანი ყელწიბოიანი დოქები. სამაროვანი მდებარეობს ნასახლარის დასავლეთით, 50 მეტრის მანძილზე, ხევს გაღმა. ორივე თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. მოპოვებული მასალა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ლიტერატურა რედაქტირება