კავთისხევის საჯარო სკოლა

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში

კავთისხევის საჯარო სკოლა — ისტორიული ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, შუა უბანში. XIX საუკუნეში ააგო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ. შენობა ერთსართულიანია.

სკოლაში კავთისხევის სცენის მოყვარულებმა 1881 წლის 6 მაისს წარმოადგინეს ალექსანდრე ცხვედაძის კომედია „ბედნიერი ქორწილი“. ამის შესახებ გაზეთი „დროება“ საგანგებოდ აღნიშნავდა: „კავთისხევში ზოგიერთმა ახალგაზრდა ქალ-ვაჟმა განიზრახეს საზოგადოებისთვის წარმოდგენის გამართვა, რომლის დედააზრი ის არის, რომ დაეხმარონ სოფლის ღარიბ მოსწავლეებს, რათა სხვაგან გააგრძელონ სწავლა ნიჭიერებმა.“ ამ სცენაზე შემდეგში დაიდგა ალექსანდრე ყაზბეგის დრამა „არსენა“, შალვა დადიანის დრამა „ბატონი და ყმა“. სცენაზე სხვადასხვა დროს გამოდიოდნენ ცნობილი მსახიობები. 1911 წელს კავთისხევს ესტუმრა ბ. აბაშიძე და ვალერიან გუნია, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ვალერიან გუნიას კომედიაში „ციხე-სიმაგრე“.

ლიტერატურა რედაქტირება