თავკავთის ნიში

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში

თავკავთის ნიში — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, მდებარეობს ნასოფლარ პარატისის აღმოსავლეთით, 100 მეტრის მანძილზე. ნიში ქვაში ჩასმული ქვაჯვარია, რომლის მხოლოდ ქვედა ნაწილია შემორჩენილი. ქვის მარცხენა ქვედა კუთხეში გამოსახულია შარავანდედიანი მამაკაცი. მარჯვენა კუთხე დაფარულია გრეხილი ორნამენტით. ჯვრის მარჯვენა მკლავი მოტეხილია და იქვე გდია ნიშთან. მასზე მხედრული წარწერაა: „რუსთაველი სტეფანე“.

ლიტერატურა რედაქტირება