კატაულას წმინდა გიორგის ეკლესია

კატაულას წმინდა გიორგის ეკლესიაეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის მონასელიანთ უბანში. თარიღდება VII-IX საუკუნეებით.

სამეკლესიიანი ბაზილიკა (10,8 X 7,65 მ) ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულ ეკლესიას რესტავრაცია ჩაუტარეს. ორივე მხრიდან არქიტრავული შესასვლელი სამხრეთიდანაა. მეორე უფრო ვიწრო კარი ჩრდილოეთ ნავში გადის. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, ხოლო ჩრდილოეთით ერთი ნიში. ეკლესიაში კიდევ ორი სწორკუთხა სარკმელია. აფსიდის კონქი და დარბაზის ნახევარწრიული კამარა წვრილი ქვითაა ამოყვანილი. ინტერიერში ყურადღებას იპყრობს წყობაში ცერად ჩასმული მოზრდილი ქვების მწკრივები, რაც თავისებურ დეკორატიულ მორთულობად აღიქმება. შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. საკურთხევლის წინ მდგარა VII საუკუნის კატაულას სტელა[1] (ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.
  1. ქართული წარწერების კორპუსი. I, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს.), თბ., 1980 წ. გვ.118-123.