კავთისხევის მეორე ნამოსახლარი

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კავთისხევის ნამოსახლარი.

კავთისხევის მეორე ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის რკინიგზის სადგურიდან მიმავალი საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, მდინარე მტკვრიდან 2 კილომეტრზე, ადგულ მუყაშაანთ ვენახებში. თარიღდება გვიანდელი და ადრინდელი რკინის ხანით. ბორცვის ზედა ნაწილი გადარეცხილია. ზედაპირზე იპოვება სხვადასხვა ჭურჭლის ორნამენტიანი ფრაგმენტები.

ლიტერატურა რედაქტირება