მელითონეთა განძი

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში

მელითონეთა განძი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, აღმოჩენილი იქნა კავთისხევის ცემენტის კარიერისაკენ გადასასვლელი გზის მოპირდაპირე მხარეს 100 მეტრზე, ადგილობრივი ლოდების მიწებში. თარიღდება ძვ.წ. II ათასწლეულის დასასრულით. თიხის ჭურჭელში აღმოჩნდა ბრინჯაოს ნივთები: აღმოსავლეთ ქართული ცული (2 ცალი), თოხი, ხის სახოკი, სპილენძის ზოდები (40 კილოგრამი). მოპოვებული მასალა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ლიტერატურა

რედაქტირება