კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი — მხარეთმცოდნეობის მუზეუმი საქართველოში. მდებარეობს ქალაქ კასპში, სტალინის ქ. 88-ში. დაარსდა 1960 წლის 22 ივნისს.

კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
41°55′11″ ჩ. გ. 44°25′15″ ა. გ. / 41.91972° ჩ. გ. 44.42083° ა. გ. / 41.91972; 44.42083
დაარსდა 22 ივნისი, 1960; 64 წლის წინ (1960-06-22)
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მდებარეობა კასპი, სტალინის ქ. 88
სტატუსი სახელმწიფო
ექსპონატი 19082
კლასიფიკაცია ისტორიული
ვიზიტორები 600
Map

მუზეუმის ჩამოყალიბებისას არცერთი ექსპოზიცია და სამუზეუმო კოლექცია არ იყო. პირველი ექსპოზიცია მუზეუმში 1963 წლის 5 ოქტომბერს გაიხსნა. დღეისათვის სამუზეუმო ფონდებში ითვლება 20 000-ზე მეტი ექსპონატი და სამუზეუმო მასალა.

მუზეუმში დაცულია კასპის, რენეს, მეტეხის, თეზის ტერიტორიებზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ადრე და შუა ბრინჯაოს ხანის მასალები, ყორღანებიდან მოპოვებული ძვ. წ. III-I ათასწლეულით დათარიღებული ნივთები, ძირითადად თრიალეთის კულტურისთვის დამახასიათებელი კერამიკა, გვიანბრინჯაოს ხანის თიხის ჭურჭელი, ძვ. წ. XIV-XII საუკუნეებით დათარიღებული სამოსელის დეტალები, ცხენის აღკაზმულობა, სამუშაო და საბრძოლო იარაღი (აღმოსავლეთქართული ცულები, სატევრები, შუბისპირები — ძვ. წ. XIII-VII საუკუნე), სოფელ სასირეთში შემთხვევით აღმოჩენილი მოოქროვილი ვერცხლის დისკო (ძვ. წ. III ს.), ელინისტური ხანის ბრინჯაოს დიონისეს ქანდაკება (ძვ. წ. III-II სს.) და სამტუჩა სურა-ოინოხოია (ახ. წ. I ს.), თიხის მოჭიქული ჭურჭელი შუა საუკუნეების არქეოლოგიურ მასალებიდან.

მუზეუმს აქვს 4 ფილიალი: სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის, სოფელ სასირეთში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის, სოფელ ლამისყანაში ალექსანდრე და მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანების და კავთისხევში ომარ კელაპტრიშვილის სახლ-მუზეუმები.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება