გუდალეთისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში, კავთისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში.[1]

სოფელი
გუდალეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი კასპის მუნიციპალიტეტი
თემი კავთისხევი
კოორდინატები 41°49′50″ ჩ. გ. 44°24′42″ ა. გ. / 41.83056° ჩ. გ. 44.41167° ა. გ. / 41.83056; 44.41167
ცენტრის სიმაღლე 1000
მოსახლეობა 142[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 97,2 %
ოსები 1,4 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
გუდალეთი — საქართველო
გუდალეთი
გუდალეთი — შიდა ქართლი
გუდალეთი
გუდალეთი — კასპის მუნიციპალიტეტი
გუდალეთი

მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე გავაზურისწყლის (კავთურის მარცხენა შენაკადი) ორივე ნაპირას. ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 19 კილომეტრით.

გუდალეთი წყაროებში პირველად XIV საუკუნის ბოლოს იხსენიება მცხეთის საკათოლიკოსო მამულების 1392 წლის თარხნობის გუჯარში. ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) სოფელთა სიაში მოხსენიებულია „გუდარეხის" სახელწოდებით. 1635 წელს გუდალეთი თავისი მონასტრითა და სასახლით მეფე როსტომმა პაატა ყორღანაშვილ-იარალისშვილს დაუმტკიცა. საბუთების მიხედვით იგი სააკაძისეულ სოფლად ითვლებოდა.გიორგი სააკაძის საქართველოდან გადახვეწის შემდეგ სოფელი სახასო იყო და მეფე როსტომმა იორამ სააკაძეს უბოძა. XVIII საუკუნეში სოფელს თავადი თარხნიშვილები ფლობდნენ.

სოფელში ხუროთმოძღვრების მრავალი ძეგლია შემორჩენილი:

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 142 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 163 86 77
2014[1]   142 73 69

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ანდღულაძე ნ., გვასალია ჯ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 177-178.
  • მაკალათია ს., კავთურას ხეობა, თბ., 1960