გუდალეთის კვირაცხოვლის ეკლესია

გუდალეთის კვირაცხოვლის ეკლესია – ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდალეთის დასავლეთით, სერზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით, ნაგებია რიყის ქვით. სახურავი კირის ხსნარით და ფიქალის ქვითაა ნაწყობი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.