გუდალეთის წმინდა ესტატეს ეკლესია

გუდალეთის წმინდა ესტატეს ეკლესია – ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდალეთის აღმოსავლეთით, ტყის პირას. თარიღდება X საუკუნით.

ეკლესია დარბაზულია (9 X 5,5 მ), ნაგებია რიყის ქვითა და ნატეხი ქვის კვადრებით. დაზიანებულია: ჭერი ჩაქცეულია, აღმოსავლეთ ფასადი შუა ადგილზე გარღვეულია. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. კარი სქელი მუხის მერქნისაა. ეკლესიას ადრე შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია. აღმოსავლეთის სარკმელი ამოშენებულია. ეკლესია გადახურული ყოფილა ღარიანი კრამიტით. ეკლესიას სამხრეთით და ჩრდილოეთით ორი მინაშენი ჰქონია. სამხრეთ მინაშენი მხოლოდ ერთი კედელია შემორჩენილი, ჩრდილოეთისა ნახევრად დანგრეულია. ეკლესიის ირგვლივ, გალავნის მხოლოდ საძირკველია გადარჩენილი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.