იორამ გიორგის ძე სააკაძე (გ. 1664) — გიორგი სააკაძის მესამე ვაჟი. ბაზალეთის ბრძოლის შემდეგ მამასთან და ოჯახთან ერთად ოსმალეთში გადაიხვეწა. მამისა და ძმის დაღუპვის შემდეგ დედასთან ერთად ერთხანს ოსმალეთში ცხოვრობდა. XVIII საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს ოჯახთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა და იმერეთში იყო, 40-იანი წლების დასაწყისში როსტომ მეფემ ქართლში გადაიყვანა, მამის სამფლობელო აღუდგინა და თარხნობა უბოძა.

სააკაძე ჯერ როსტომისა და შემდეგ ვახტანგ V-ის უახლოესი თანამშრომელი იყო. 1663 წელს ვახტანგ V-ის დავალებით იმერეთში გაამეფა ბაგრატ IV. გარდაიცვალა იმერეთში ყვავილით. იორამის ჩამომავლები თარხნიშვილებად იწოდებიან.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯამბურია გ., გიორგი სააკაძე, თბ., 1964;