სახასო
სახასო — მეფის, მისი ოჯახის წევრებისა და თავადების დომენი ფეოდალურ საქართველოში. ტერმინი ხშირად გვხვდება XVIII საუკუნის ქართული სამართლის ძეგლებსა და ისტორიულ დოკუმენტებში. ნაწარმოებია არაბული სიტყვიდან „ხას“ (კერძო, საკუთარი, გამორჩეული პირი).
ლიტერატურა
რედაქტირება- შოშიაშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 241.