გუდალეთის წმინდა მარინეს ეკლესია

გუდალეთის წმინდა მარინეს ეკლესია – ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდალეთის განაპირას, ხოკერაანთ უბანში. თარიღდება ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია ( 11,5 X 6,4 მ), ნაგებია უხეშად გათლილი საშუალო და მოზრდილი ქვებით. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: ჩაქცეულია კამარა და კონქი, ჩამონგრეულია კედლების ზედა ნაწილი, აღმოსავლეთ ფასადი გაბზარულია: ეკლესია ქვა-ღორღითაა ამოვსებული. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. იგი ორივე მხრიდან სწორკუთხაა და გადახურულია არქიტრავით. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია, მის ორივე მხარეს ღრმა სწორკუთხა ნიშები. აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია მცირე მხრებით; მისი იატაკი ერთი საფეხურით ამაღლებულია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.