თვალადი
თვალადი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში, კავთისხევის თემში.[1] მდებარეობს მდინარე კავთურის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 780 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 14 კილომეტრით.
სოფელი | |
---|---|
თვალადი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | კასპის მუნიციპალიტეტი |
თემი | კავთისხევი |
კოორდინატები | 41°50′47″ ჩ. გ. 44°25′49″ ა. გ. / 41.84639° ჩ. გ. 44.43028° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 780 მ |
მოსახლეობა | 489[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 98,0 % ოსები 1,2 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებაფეოდალურ ხანაში თვალადში ქართლის მეფეთა საზაფხულო სადგომი იყო. შემორჩენილია შუა ფეოდალური ხანის ეკლესია და შენობათა ნანგრევები. მოსახლეობა მათ როსტომ მეფის საყდარსა და სასახლეს უწოდებს.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 489 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 554 | 262 | 292 |
2014[1] | 489 | 236 | 253 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 56.
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 163-164.
- მაკალათია ს., კავთურას ხეობა, თბ., 1960
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II