კავთის წმინდა გიორგის ეკლესია (თვალადი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კავთის წმინდა გიორგის ეკლესია.

კავთის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალადის სიახლოვეს. თარიღდება XIX საუკუნით.

ეკლესია დარბაზულია (15,6 X 7,2 მ), ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით, გამოყენებულია თლილი ქვაც. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. ღრმა ნახევარწრიულ აფსიდში სამი დიდი სარკმელია. ასეთივე წყვილი სარკმელია გრძივ კედლებში. აფსიდის კედლებში რამდენიმე სხვადასხვა ზომის ნიშია. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რომელსაც ერთსაფეხურიანი პილასტრებზე გადაყვანილი ორი საბჯენი თაღი აქვს.

დასავლეთ ფასადზე მიშენებულია აგურის კარიბჭე-სამრეკლო — თაღებგახსნილი, ორსართულიანი ნაგებობა, რომლის მეორე სართული (სამრეკლო) დანგრეულია. ქვედა, ნახევარწრიული კამარით გადახურული სართული ეკლესიაში შესასვლელია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.